პოეზია · ლირიკა
ლხინი კახელებთან
ლადო ასათიანი 1917–1943
მე ჩემი სახლი გამხსენებია,გამხსენებია ყველა კეთილი...თქვენთან ნადიმში დამთენებია,არ დავრჩენილვარ გულდაწყვეტილი.
მე განმიცდია მთის იდილიადა საარაკო ლხინი მზიური,მაგრამ ეს რაღაც უფრო ტკბილია,უფრო ნაცნობი და მშობლიური.
ჩემს გვარს, უშიშარს და იმედიანს,არ მოჰკლებია ყურძნის ნაწური,მაგრამ ეს რაღაც უფრო მეტია,უფრო სოფლური და ვაჟკაცური.
1938