პოეზია · ლირიკა
ლეჩხუმური შემოდგომის სურათები
ლადო ასათიანი 1917–1943
რტოს მოაშორებს სიმწიფის ბედი,დაგორდება და ვაზებს ჩაუვლის, ―ბალღებში ყველას გაუსწრებს ერთი,რომ ხელში იგდოს თურაშაული.ხორბლის სურნელი ასდით კალოებს,მზეც ძველებურად არ იკბინებადა უელვარებთ სავსე ტაროებსნამით ნაფერი ოქროს კბილები.მთა მთას გასცქერის, მთა მთას გასძახის,სადღაც საყანედ ახოებს ჭრიანდა გაბმულ ყეფას აგებებს ძაღლიორღობეებში ურმების ჭრიალს.ბარაქის თვალი დაიარს სოფლებს,აღუღუნდება გიტარის სიმი...დაიხმარებენ ნაცნობ-მეზობლებსდა მთელი ღამე არჩევენ სიმინდს.მოაქვს ცხენისწყალს გლეხკაცის სახლთანნარიყალა და მორები ფიჭვის,ზამთრით ბუხარში გააჩენს ხანძარს,ოცნებასავით ნელ-ნელა იწვის.ესმით ვენახში ანთებულ ატმებსუზარმაზარი საწნახლის ქშენა,ააქაქანებს სახლის წინ ქათმებსდა ხვამლის მთისკენ მიფრინავს ძერა.გათეთრებულა პატარა სხვენი,ობობა ქსელებს აბამს და ლამბავს,და სარეკელას მადლიან ენითწისქვილი ჰყვება მოსავლის ამბავს.
1939