↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კრწანისის ყაყაჩოები

ლადო ასათიანი 1917–1943

2023-05-121 წთ საკითხავი10130 ნახვა

—
სამასი არაგველის ხსოვნას
ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია?!ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?!შავჩოხიანო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ,ჟრიალი ხომ არ მოგესმათ ოჟა ჯურხაის ფარისა?!სიმღერა ხომ არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა?!იქნებ მე თვალი მატყუებს, ზეცა მაბრმავებს კრიალა,მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით და მარქვით ომახიანად:თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა,მა ეს ბებერი კრწანისი რა ძალამ ააბდღიალა?!ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.
1940
ლადო ასათიანი

ლადო ასათიანი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი