პოეზია · ლირიკა
კოლხიდა
ლადო ასათიანი 1917–1943
მზეო, მომეცი მე სიხალისე,სინათლე, რაც შენ მოგეპოება,და კოლხიდაში არ წავალ ისე —კოლხიდის ბედზე დავწერ პოემას.ნეტავი იმას, ვინც ღია გულითკაცსა კაცური უთხრა სიმღერა;ნეტავი იმას, ვისი ჩონგურისდღესაც გაისმის სიმების ჟღერა!ნეტავი იმას, ვინაც მოშაქრალექსის ჯიქანი და ხალხს აწოვა,მაგრამ, ვაი მას, ვინც ისე გაქრა,რომ მცირე კვალიც კი ვერ დატოვა!ნეტავი იმას, ვისაც ჰქონიაკაცის შუბლი და მგოსნის სინდისი,ვისაც მფარველად მუზა ჰყოლია —უკვდავი იყოს სახელი მისი!ვინაც ყველაფერს ჩანგი არჩია,არ შეუქია ყველა მგზავრებიდა რომლის კვალიც მიწას აჩნია,ვით ნაფეხური დინოზავრების.ადამიანი ბრძენი და გმირიმარად ანთებდა მგოსნებს — პოეტებს.ადამიანზე წერდა შექსპირი,ადამიანზე წერდა გოეთე.მზეო, მომეცი იმედიანისინათლე, ეშხი, ხმის სიტკბოება.აჰა, იწყება კოლხიდიანიგმირობისა და ბრძოლის პოემა.
**იყო წყვდიადი, კაცის სისხლს სვამდნენ,ქვეყანას შავი ნისლი ბურავდა,ადამიანებს კლავდნენ და წვავდნენ,დედამიწა კი მაინც ბრუნავდა,მიწასაც აჩნდა ტირანის დაღიდა მიწაც წუხდა კაცის იარით,რადგან კაცის შვილს ჰქვიოდა ძაღლი,და ძაღლს ჰქვიოდა ადამიანი.რამდენი შხამი, შხამი მჩაგვრელისშეუსვამთ ბედშავ კოლხიდის მონებს,რამდენი მთა და ხრიოკი ველიმოურწყავს მათი ცრემლების მორევს,იმდენი ქვა და სამსალა გველისმათ დამჩაგვრელებს და მათ ბატონებს!და, როცა კაცი კაცის სისხლს სვამდა,ადამიანი სანთლით ეძებეს...მიაგნეს, ნახეს — ბრჭყალებში ჰყავდათდამონებული მწევარ-მეძებრებს.
* *ამ სტრიქონების დამწერს უნახავსმოხუცი ერთი — სახენათელი,რომელსაც ბევრჯერ გადაულახავსჭაობიანი კოლხიდის ველი.უნახავს იგი, სახენათელი,სატევარით და შავი ჩოხითა,ამ მოხუცს უთქვამს ამბავი ძველი,თუ როგორ გაჩნდა ქვეყნად კოლხიდა:„იყო წყვდიადი, იყო სიბნელე...უძლური იყო კარაბადინი,ნისლი ებურა კოლხიდის ველებსდა ლაქაშებში რბოდა ნადირი,და ლაქაშებში სრესდა ფრინველებსტახი, მთებიდან გადმოვარდნილი.იყო წუხილი და გულსაკლავადყრმათა აკვნები ფშანში ეყარადა, როგორც ყანა გაუმარგლავი,წუხდა ხალხი და წუხდა ქვეყანა.მონის უღელში გმინავდა ხალხი,ხალხის ნაშრომი მიჰქონდა გველებს,თალხი ებურა ქვეყანას, თალხი...თალხი ებურა კოლხიდის ველებს.— მიწას არ ძალუძს ჩვენი დარჩენა!— მიწა ბერწია და ცოდვით მკვდარი!წყევლიდა თავის დღეს და გაჩენასკოლხიდის მკვიდრი და ბინადარი.ტიროდა ხალხი და ხალხის ცრემლითიბერებოდა კოლხიდის მიწა,ცრემლმა გაახმო უვალი ტევრიდა ხალხის ცრემლი ჭაობად იქცა.ცრემლმა დახეთქა კოლხიდის მიწადა დაიარა ცრემლმა ტევრები,ცრემლმა ქვეყანას ნაყოფი მისცადა ცრემლი ჩადგა ყურძნის მტევნებში.ცრემლმა ადიდა ცოდვა და მადლი,მერეხად იქცა ცრემლი — კურცხალი,მან გააყვითლა მნათობი ბადრიდა აადიდა პონტოს ზღვის წყალი.პონტოს ზღვის ღელვას სხვა გმირი მოჰყვა,დაატრიალა გველებში დაშნა,შეწყდა მშრომელთა ცრემლი და ოხვრა,მერე კოლხიდის ჭაობი დაშრა,რადგან ზღვახალხის ცრემლები დაშრადა ხალხმაც შესძლო მკლავების გაშლა”...ასე მიამბო მოხუცმა ძველმამოგონებები მწარე ოხვრითა,რომ ხალხის თვალით ნადენმა ცრემლმაშექმნა ჭაობი — ძველი კოლხიდა.
**ნამდვილი ღამე — კოლხიდის ღამე,ჭაობში ფაცხა, ლელი და ძეწნა,— ღმერთო, გვიშველე, მოგვხედე წამით,— ღმერთო, გაიგე მოკვდავთა ხვეწნა!ღმერთო, ისმინე ვედრება ჩვენი,გადაივიწყე ცოდვები ძველი!ისმინე ჩვენი ძაღლური ყოფისამბავი, ზეცის ძლიერო თვალო! —ევედრებოდა ღმერთს ავადმყოფი,დასიებული და მოყვითალო.ჩემი პოემის ლომკაცი გმირიეთხოვებოდა მომაკვდავ მშობლებს;ქარს ცად მიჰქონდა ძახილი გმინვით:— ღმერთო, მოხედექვრივსა და ობლებს! -ღმერთი კი ისე, როგორც ყოველთვის,დუმდა, თუ იყო, — იყო უღონო,კიდევ ვიწამოთ ძლიერება ღვთის?შეჩვენებულო ძაღლო და ღორო!ამოიგმინა მოხუცმა მკაცრმა,აღრჩობდა წლობით ნაგუბი სევდა,— გადაგვივიწყა ღმერთმაც და კაცმაც,ჩემო გაზრდილო, ჩამოჯექ ჩემთან!— წყეული იყოს ღმერთიც და კაციც,ხემაც ნაყოფი არ გამოიღოს,ყველას უჟმური ჩაუდგეს ტანშიდა ყველაფერი წყეული იყოს!წყეული იყოს, თუ იყოს სადმეღმერთი, შექმნილი კაცის ენითა,და ეს ქვეყანა აივსოს ცამდეშხამით და გესლით მორიელისა.დაიღრჩოს გველი, არ დარჩეს ერთიცდა მამაღმერთი, ვით კაცის ბოდვა,ათი ათასი ურწმუნოს გვერდითდააღრჩოს ჩვენმა შხამმა და ცოდვამ.— ჩამოხსენ ხატი,დასწვი და წადი!...თქვა ეს და უმალ აეკვიატასიკვდილის ბნელი ანთებულ თვალებსდა მიწვა იგი ისე ზვიადად,როგორც ჭაობში ყვითელი მთვარე.აენთო გმირი — ღაწვებსოველი,ცეცხლს მისცა ხატი — განათდა ბნელიცეცხლზე იწოდა თვით ღვთისმშობელი,“ყოვლადძლიერი” და “ყოვლისმქმნელი”.— შვილო, ეს რა ჰქენ? — შეჰკივლა დედამ, —შვილო, სიამევ ჩემი გულისა?— ღმერთმა გაგვრისხა, გაგვრისხა, დედი,და ერგო რისხვა დაღუპულისა.— ღმერთი, ო... ღმერთი რომ იყოს, შვილო,ჩვენც მოგვხედავდა კოლხიდის ხალხსა,შვილო, მშობლიურ კერაზე ტკბილო,აქ დარჩი და არ წახვიდე არსად!ხომ უსმენ ჩემი ძარღვების ცემას?მე მივიცვლები, იმედო, მალე,და, საყვარელო ბიჭიკო ჩემო,აქვე გორაკზე დამასამარე.მე და მამაშენს გაგვიჭერ ტკბილისამარე, ფშანის ლერწამის ღერითდა უბედურნი, ტანჯვით შობილნი,დაგვასამარე შვების სიმღერით.შვილო, იცოდე, არ მიატოვოლაქაშიანი კოლხიდის ბაღი,შვილო, ისმინე, მინდა, რომ გთხოვო,არ დაივიწყო ჩვენი ქოხმახი:კოლხიდის მიწა — ბერწი, გამხდარი,შენი მშობლების ცივი სამარე,იცოდე, გავა მკაცრი ზამთარიდა გაზაფხული დადგება მალე.არ დაივიწყო მშობელი მიწა,საყვარელი და ტკბილი ყველაზე,ლაზის ოჯახი არ გააბილწოდა არ ჩააქრო ცეცხლი კერაზე.ახლა, თოლიგე, ბიჭო, ჩემო დე...ჩემო დედიკო, შენ გენაცვალე,ვიდრე სიკვდილი მოფრინდებოდეს,დაუხუჭავდეს შენს მშობელს თვალებს,მითხარ ის ტკბილი სიმღერა მალე,რომ აელვარებს მთათა მწვერვალებს.მითხარ, იმედო ჩემი გულისა,ჰიმნი კოლხიდის გაზაფხულისა!— დედ, გაზაფხული მოვა და მალეაყვავილდება კოლხიდის ველი.მზე ცის თაღიდან გაახელს თვალებსდა მოისპობა ჭაობში გველი.მზე გაანათებს მაღალ მწვერვალებს,აჟღურტულდება ფშანში ფრინველი.დედ, გაზაფხული მოვა და მალეაყვავილდება კოლხიდის ველი!“იანვრის შემდეგ მაისი დგება”,მალე გაიარს მკაცრი ზამთარი,დედი, ხომ ხედავ, თოვლი რომ დნება?დედი, ხომ ხედავ, ღმუის აფთარი?“იანვრის შემდეგ მაისი დგება”,მალე გაიარს მკაცრი ზამთარი!.. —მღეროდა გმირი მშობლების ფეხთან,სარკმლიდან სცემდა სინათლე დილის:ნათელი წყვდიადს უღონოდ შეხვდა,გამარჯვებული დარჩა სიკვდილი...
**ვერ მივატოვე პოემის გმირი —კვლავ მომეხვივნენ სიტყვები ირგვლივ,მკლავდა დუმილი გულისგამგმირი,ახლა მე თვითონ მოვკალი იგი.დატოვა ტკბილი ფაცხა მეგრული,სამარე დედის, სამარე მამის,ჩაიდგა გმირმა პოეტის გული,დაიძმობილა წყვდიადი ღამის.თავის საშველად...გაიჭრა ველად.მაგრამ მშველელი არსად არ ჩანდა,გმინავდა ხალხი, ხუნდზე დაბმული,იზმორებოდა ლაქაშში ზანტადველი ველური და უდაბური.გარბოდა გმირი... ვიღაც ეძახდა —გაწამებული ცხოვრების გესლით:“დღე დაიღამე მშობლიურ სახლთანდა არ ჩააქრო კერაზე ცეცხლი!”ანთებდა ცეცხლს და ცეცხლის ენებისწვდებოდა ზეცას, უნდოს და მუხთალს,გმირი, ბედისგან განახელები,მარტოობას და ობლობას წუხდა,თუმცა გველებმა ველი მოშხამესდა მზის ხელები მოიგერიეს,მაინც ანათებს კოლხიდის ღამესცეცხლი საწყალი კაცის კერიის.დარბოდა ველზე ველური ქშენით,მონობისაგან შეიქმნა ხელი,კაცისშვილსა და კაცის გაჩენილსგადაავიწყდა თავის სახელი.და შემდეგ თურმე ქვეყნად პირველად, —ამბობს ლეგენდა გასაკვირველი, —კამეჩიც რქენით გაიჭრა ველადმონობისა და ჩაგვრის მხილველი.მემატიანის გაბზარულ ხმაშიშემდეგ ამბავსაც გაიგებთ ახალს:იქცევა თურმე ქვეყანა მაშინ,როდესაც კამეჩს გაქცეულს ვნახავთ!მაგრამ კოლხიდის ამ ბნელ ღამეშიცარ დაქცეულა მაინც ქვეყანა:მზემ სიყვარულით ნახა კამეჩი,რომ ჭაობიდან ამოეყვანა,მზემ გაანათა ხმელეთის პირიდა სავალალო ამბავი ნახა —ფშანში ჩაფლული — პოემის გმირი,და მისი დახსნაც მზემ განიზრახა.მაგრამ წყვდიადის ურჯულო ხელმაისევ დახურა სინათლის წიგნი,კვლავ გაიმარჯვა ნათელთან ბნელმადა კვლავ კოშმარი გამეფდა ირგვლივ.ისევ დაღამდა, მაგრამ ამ ღამითისევ შეება ბოროტს კეთილი...ნათლის და ბნელის ბრძოლის ამბავიშემდეგ თავშია გამოკვეთილი.
**ამ ღამით იძრა კოლხიდის მიწა,გავარდა მეხი, გამოკრთა ელვა,ავმა სულებმა გამოიღვიძესდა ჭინკამ ცხენი შემოაგელვა.თქვენ თუ გინახავთ ჭინკა სარდალი,მამამთავარი ყველა ჭინკების,მაშინ მეტყვით, რომ არის მართალი,დამერწმუნებით, აი გაჯიქდებით.ცოცხს მიუგავდა ჭინკას პირსახე,ჩხაოდა, მოძმეს უხმობდა ყველას.(მორწმუნეებო, გადაისახეთპირჯვარი, როგორც იცოდით ძველად!)ნეტავ, რომ ღმუის, რა ნადირია?რამ ააბორგა ასე რიონი?მოდის ჭინკების ესკადრილიადა ბაყაყების ბატალიონი.და შენ, მკითხველო, ნუ გეშინია,(თითქოს გაციებს, ისე კანკალებ!)რა ვუყოთ, რომ აქ ასე ხშირიაკოღო, ბაყაყი და ბუზანკალი.მკითხველო ჩემო, მომყევი ასე,ნუ შეშინდები აქაურ ბინდით,წამოდი ჩემთან, მე შენ დაგასწრებბაყაყების და ჭინკების მიტინგს.................
ხვნეშის ჭაობი შხამით, დურბელით,უჟმურითა და ციებით სავსე,ცაზე დაბობღავს შავი ღრუბელიუზარმაზარი ობობას მსგავსი.— მოისპოს მათი მოდგმა და ჯიში,ვინც ჭაობშიაც არ მოგვასვენა,არ დავინახო ცრემლი და შიში,ჩემო ლაშქარო, დადექი, სმენა!ალიართალი, ბალიართალი,თქვენი ტყუილი, ჩვენი მართალი!ხელში მათრახად ეჭირა გველილაქაშიანი კოლხიდის ველის.საცრისთვალება ჭინკების წყებამოდის, მოცეკვავს, მოარხევს კუდებს,მაძღარი გველი ბაყაყთან წვებადა ძველებურად მას აღარ უტევს.მოდიან ფშანში და მერე ჩრდილშიუერთდებიან მავნეს და ოხერს,ჭინკამ არ იცის არასდროს შიშიდა არც არასდროს ამოიოხრებს.ჭინკას პირის ღრუ სავსე აქვს ცეცხლითდა ყურებიდან სცვივა ნაცარი,ჭინკას მოჰყვება ყოველი მხეცი,ყოველი მავნე და ნაკაცარი.ჭინკას უჟმურით სავსე აქვს ფერდი,ჭინკა კვამლს უშვებს ცისკენ ბოლებით.ვხედავ, დგებიან ჭინკების გვერდითყველა ხუცები და ბობოლები.— ალიართალი, ბალიართალი, —იწყებს ხმამაღლა ჭინკა-სარდალი:—ჭინკებო და ბაყაყებო,გველებო, და მხეცებო,სად წავიდეთ, რომელ მხარეს,ბინა საით ვეძებოთ?ხვალ მოდიან კოლხიდაშიდა კოლხიდას აშრობენ,უძლევეღი ხალხის რაზმებსინჟინრები მარშლობენ.ხვალ დილით სხვა მზე ამოვადა კოლხიდა დაშრება,გადავიქცეთ სატევრებად,გადავიქცეთ დაშნებად,მზის ამოსვლა შევაჩეროთ,ხალხი მოვსრათ, შევაჩვენოთ,ურა კვიცი შევაჭენოთ!და ლაშქარი ახმაურდახმით მზარავით, ბოხითა;— გადაუტყდეს თოხი ტარშიდა მოისრას კოხითა,ვინც მოვიდეს კოლხიდაში,ვინც წაგვართვას კოლხიდა!— შევაჩეროთ მზის ამოსვლა!— მოვსრათ მათი ლაშქარი!— ვლეწოთ მათი მუზარადიდა ფოლადის ჩაჩქანი!— შევაჩეროთ მზის ამოსვლა!— მოვსრათ მათი ლაშქარი. . . . . .
მოდის ლაშქარი, ტყე-ველს ედება(მცენარეები დილის ცვარს სვამენ).ჭინკებს ჰგონიათ: არ გათენდებადა საუკუნოდ დარჩება ღამე.და იმღერიან:გარინდებულაკოლხიდა და ჩვენ კოლხიდის ზე ვართ...მაგრამ ამოხდა მზე დიდებულადდა გაანათა ქვეყანა მზემან.მზეს თან ამოჰყვა შობილი მზისგანერი ურიცხვი, ვითა ყვავილიდა, ხალხის წინ რომ წერაქვით იდგა,იცანით? — ჩემი პოემის გმირი!და ბრძანა გმირმა: რომ ჩვენი მტერიჩვენივე ხელით უნდა მოისრას,ასე გვასწავლის მოხუცი, ბრძენიადამიანი ჩვენი დროისა,მზის მოელვარე თვალთა ბრიალითდაიბნა ავი სულების ბანდა,ეკვეთა ხალხი ურყევი ძალით,ღამის ბურუსი გადაიფანტა.აივსო ავი სულების ცრემლითცისა და მიწის ბასეინები(ხომ არ შეწუხდა მკითხველი ჩემი,ბესიკის ბაღში ნასეირნები?)გაფანტა ბნელი სინათლის ნაღმმადა გასრესილი სინათლის ტერფით,მკვდარი ბაყაყი ეგდო გულაღმა,როგორც ნიკოლოზ ხელმწიფის ღერბი.ყველა ორგული და დანავსულიხალხმა გასრისა, დასცა ზრიალით,უფსკრულმა შთანთქა ყველა ავსული,ყველა ბოროტი და კუზიანი,და ისე, როგორც ტურფა ასულიმოვიდა ქვეყნად დილა მზიანი.
**მთვარემ დადგა ვერცხლის ტახტი,მზემ აიღო დილით...და მზე ისე აჩახჩახდა,სულ დაფანტა ჩრდილი,კოლხიდაში ყოველ მხრიდანშემოვიდნენ ლაღადციტრუსები და კოლხიდაგადაიქცა ბაღად...............
მე ვუმღერი მზიან ველებს,განახლების ქარებსდა დღეს ვუღებ ჩემს მკითხველებსოქროს ბაღის კარებს.
**რა დიდებული მოსასმენიაკოლხიდის ბაღში ბულბულთა სტვენა,როცა ცის ნამით მიწა სველიადა ისმის ვარდის ფოთოლთა ცვენა,დე, მოვიდეს, რაც მოსასვლელია,მუზამ მგოსანი არ მოასვენა.მოვიდნენ აზრის მძლე ურდოებიდა მგოსნის გული დაიმარტოვეს,შარიშურობენ ბაღში რტოები,ვაშლის ხეებმა ველი დათოვეს,მოვიდნენ აზრის მძლე ურდოებიდა მგოსნის გული დაიმარტოვეს.გინდა სიწყნარე და სიმარტოვე,ტყუილად ფიქრობ, ტყუილ ირჯები —კოლხიდის ბაღში არ მიგატოვებსმანდარინები და ნარინჯები.არ მიგატოვებს ნათელი მზისა,ბაღი, ნაყოფით დამძიმებული.არ მიგატოვებს შლეგი ფაზისი,ბერძნულ მითებით გაბრწყინებული.ოი, ფაზისო, ტალღების ცემითრამდენი მგოსნის წაიღე მოთქმა,ვფიქრობ, რომ რიგი მოვიდა ჩემიდა მეც მეღირსა ენის ამოდგმა,მე კი, სხვასავით არ ამაკვნესებსკლდიან ნაპირზე შენი ალერსი,მე შენს ხმაურში სიცოცხლეს ვეძებდა სიჩუმეშიც შრიალი მესმის.დავსვათ წერტილი; ცოტა ხანს შევდგეთ,განვაგრძოთ თხრობადაწყებულ ამბისდა სადმე ცალკე ვიმღეროთ შემდეგფაზისის ოდა და დითირამბი.და მაგონდება ლაზი მონები,და მაგონდება ამორძალები,როცა მიმზერენ მე ლიმონები,ასე სათუთად და მოკრძალებით.ზურმუხტოვანი, კოლხიდის ბაღი!სადაა მოდგმა და წინაპარი!გახსნილა ზეცის შვიდივე თაღიდა ახდენილა ძველი ზღაპარი.მე სად ვეძებო თქვენი გზა-კვალი,უძლური არის ამ დროს პოეტი,მაგრამ ვიცი, რომ თქვენი აკვანიარის ჩინეთი და ინდოეთი.თქვენი შემოსვლით და მობრძანებითგულიდან დარდი გადაგვეყარა,თქვენ კოლხიდაში ოქროს ზარებითშემოიყვანეთ ცათა ქვეყანა.თქვით, სად გველების ბუნაგი არი:გვინდა ბინა და ბაღი მზიანი,მერე განკურნეთ ხუნაგიანი,მერე განკურნეთ რახიტიანი.თქვენ ხართ სამშობლო ბედნიერების,მზეში შობილნი და მზისნაირნი,თქვენზე მღერიან ყველა ერები,ქართველი, რუსი და ისრაილი.თქვენზე მღეროდა გრძელწამწამები ―ანი ჩინელი — ძველი მგოსანი.თქვენ სიდუხჭირე მოსპეთ წამებითდა ციება და ჟამი მოსსარით.თქვენში სიცოცხლე ლივლივებს მძაფრად.ანათებთ ღამით, ანათებთ დღისით,ჩემს ლექსებს უყვართ ზღაპრული დაფნადა სათნოებაც აკვირვებთ მისი.და ღამით, როცა აჩახჩახდებაბაღი, ვით ზეცა ძველი ეგრისის,ვმღერი — ნეტა მას, ვინც რომ გახდებაკოლხიდის დაფნის გვირგვინის ღირსი.ო... მე არ მინდა სხვა საჩუქარიდა არც ჰაფიზის ვნატრულობ ვარდნარს,მე პოეტი ვარ ფიცხი და ჩქარიდა მიყვარს ციდან ვარსკვლავთა ვარდნა,ჰე, ცხრა მუზაო, მე უნდა მენდოთ,ვნატრულობ ღამით, ვნატრულობ დღისით.და გთხოვ, გამხადო, მუზების ღმერთო,კოლხიდის დაფნის გვირგვინის ღირსი.ლიმონის ბუჩქი დგას დახუნძლულიდა ქარვისფერი ნაყოფი შვენის,ხესაც ეტყოდა აქ დახუთული:კურთხეულ იყოს მომყვანი შენი!.....................
მე ოქროს ვერძით წარსულში მივქრი,ეგ მთებიც ვერძის ხმაზე მღერიან.დგანან ხეები, გაზრდილნი ფიქრითდა ვერძებრ ყელი მოუღერიათ.შთაგონებაში მითები ძველიახლდება, ხდება გასაოცარი,მღერის ლექსებით, გულის დამწველით,ორბელიანი, დიდი მგოსანი*— “ძველო ქვეყანავ,კოლხიდავ, მითხარდავიწყებული, როგორ და რით ხარ?არგონავტთაგან ძველად განთქმულო,აღთქმის წერილში მოხსენებულო,შენი შვენება და ისტორია —მითხარი, ნუთუ სავიწყარია?მშვენიერებით, სიტურფით სრულინეტავ რისთვის ხარ დავიწყებული?ზვირთი პონტოსი შენ გიალერსებს,ცა — ლურჯი, წმინდა შენზედ ელვარებს,მთა დიდებული ასული ზეცას,ბრწყინვალე სხივით გვირგვინად გადგას,ფაზისი მორბის და ოქროს ზიდავსდა შენს წიაღში უქმად კი ბრწყინავს.შენზედ ჰყვავიან მედეს ასულნი,მშვენიერებით ქვეყნად განთქმულნი”.— მოხვედი, ცისკენ აღმართე ხელიდა ჩვენ კი გვერდი აგვიარევი,მგოსანო, შენი საგალობელიარის ძველი და ნაგვიანევი.სიმღერა მაინც გვაღელვებს დიდად,რადგან კუთხეზე გტკიოდა გული,შენი კოლხიდა, დიდი კოლხიდადღეს აღარ არის დავიწყებული.ქარვების ბაღში მედეას სძინავს,სიყვარული და სიტკბო დიდია,ფაზისის ოქრო უქმად არ ბრწყინავს,აქ ხეებზედაც ოქრო ჰკიდია.— იყავ კეთილი ჩვენი სტუმარი! —ეტყოდა მგოსანს ხილთა კრებული,ორბელიანი იდგა მდუმარი,სხივოსანი და ჩაფიქრებული.მზე მიცურავდა სხივთა რიალით,ცაზე დაქროდა სამხრეთის ქარი,იდგა პოეტი ორბელიანი,გაღიმებული, როგორც ცისკარი.ციტრუსები კი მღეროდნენხოტბითა და ოდით;წამს შეირხა, როგორც ელვადა აკივლდა ტოტი:― ალავერდი! ალავერდი!მოვრჩით ცდას და ლოდინს;ღვინისა და თრობის ღმერთი,დიონისე მოდის!
**გრძელდება თხრობა ჩემი თქმულების —მოდიან მწიფე მტევნით ვაზები,მამაკაცივით ფეხადგმულებიიღრიჯებიან, ვით ჯამბაზები...და დიონისე ლოყებწითელი,ულვაშიანი და ჯიშიანი —მათ წინ მოუძღვის, თან მოაქვს ხელითასი წღოს ვაზი, ფოთოლთ შრიალით.ორბელიანი ხვდება თავაზითდა მღერის ქებას ღვინის და ვაზის.ხილთა შეხვედრამ და ხილთა ქებამ,რომ მოგვაგონოს თვით ხილის გემო,ვნატრულობ დიდი რუსთველის ებანს,პატიოსანო მკითხველო ჩემო.მოდიან ათას ჯიშის ხეები,ამბობენ: ხმელი მოვიარენით,დავტოვეთ მთები, საჯიხვეები,მხიარული და მგლოვიარენი.გვზარდა სამშობლოს მთებმა, ველებმა,მოვსულვართ თქვენთან რაინდულ ფიცით:გვინდა ვიხილოთ საკვირველებაბარაქიანი კოლხიდის მიწის.და ციტრუსოვან ხილთა კრებულიგაბრწყინვებული, ვით ქარვასლები,იმზირებიან გაკვირვებულნი,როგორ მოდიან მათთან ვაშლები.ამწვანებულა ბაღში ჰერანი,დაფნა და ვარდი ათასნაირი,თუ ხარ პოეტი და მომღერალი,უთხარი ლექსი შოთას შაირით.კოლხიდა როგორ არ შემიყვარდეს,როცა ვუყურებ მაისის ვარდებს?იმღერე, და თუ არ გეშინია,რომ ლექსში ვინმეს დაუვარდები,ეს ყვავილები ყველა შენია,ეს ზამბახები და ეს ვარდები!ვარდი ყვავილთა დედოფალია,ვარდი — მიჯნური დიდი ჰაფიზის,მგოსნის ცრემლები ვარდისწყალიადა ვარდისწყალი — ცრემლები მისი.ირანში თურმე ასე იტყვიან:— ვარდი ალაჰის საჩუქარია,ჩვენში — ვინც შრომობს, ვარდიც მისია,ვარდიც მისია და უხარია.და არ იშლება ჩემი ხსოვნიდან.ირანში თურმე, იტყვიან ერთსაც,რომ იქ ბალახიც არ ამოვიდა,სადაც მაჰმადის ცრემლი დაეცა.კოლხიდაში კი ვარდებს მოგიტანსდა ასე გეტყვის ყოველი გლეხი:— პირველი ვარდი იქ ამოვიდა,სადაც მშრომელმა დაადგა ფეხი!ვარდი მეც მიყვარს გულის დამწველად,სამშობლო მიწავ, სამშობლო ცაო,და, როცა მოვკვდე იმას ვთხოვ ყველას, —კოლხურ ვარდებში დამასაფლაონ!................
ხვდებიან სტუმრებს თვალებმზიანიდა ოქროვანი მანდარინები,ეუბნებიან ადამიანებს:— ჩვენი ნაყოფი მოდით, ინებეთ!ჩვენი ნაყოფი გაგიხსნით მადასბედნიერების ნექტარით სავსე,ნუ დაიჯერებთ, ბრძენ ჰიპოკრატესსადღაც, ოდესღაც რომ უთქვამს ასე:“ამ ქვეყნის ხილს ცუდი გემოაქვს და მალე სწყდება ტოტებს,წყლის სიუხვის გამო იგიარ მწიფდება არასოდეს”.გადაივიწყეთ ამბავი ძველი —რა ვუყოთ, ერთხელ შეცდება ბრძენიც!.............
მზე იყურება ბავშვის თვალებითდა დედამიწას უგზავნის ალერსს,ნაირ-ნაირი შადრევანებიაფერადებენ კოლხიდის მხარეს.ახლოს ჩანს — დიდი სასახლის კარი,კოლხიდელები რომ აშენებენ,შორს — უსარკმელო ძველი საყდარი,თვალებდათხრილი ოიდიპოს მეფე.არის სერობა, არის ზეიმიადამიანის, მზის და ბუნების,და საარაკო თვალისეირისვებედნიერი შეძლებულების,ბრწყინავს ზურმუხტის სხივდაფრქვეულივარდის სურნელით სავსე ჰაერი,დგანან ხელიხელგადახვეულიქართველი, რუსი და ისრაელი.
**ასეთი იყო ხილთა სტუმრობასანახაობა თვალის,ჩემი ნათქვამის დადასტურებაჩემივე ლექსი არის.მაგრამ სტუმრობა, წარმტაცი მეტადმე ვინახულე დილით,როცა ბედნიერ მეგობრებს შეხვდაჩემი პოემის გმირი.
**რიჟრაჟი იყო, გალობდა ბაღში ბულბულთა კრებულიმზე მონადირე მეგონა, სახუნდარს მოფარებული.და მერე, როცა ამოხდა მზე გოლიათურ მთებს ზევით,ფაზისის წმინდა ტალღებში ბრწყინავდნენ ოქროს თევზები.გადახვეოდნენ ერთმანეთს დამძიმებული ტოტები,მკერდში ჩაეკრათ მზისაგან გაბრწყინებული ოდები,ციდან სცვიოდა რიალით ოქროს სხივების შურდული,იყო ფოთოლთა შრიალი და ჩიტუნების ჟღურტული.თავს იწონებდა ამინდით ზაფხული ნამნაპკურები,ბილიკზე ნელი ნაბიჯით მოირხეოდნენ სტუმრები.შეჩერდნენ... წყნარად შეაღეს პირველი ოდის კარები,გაშლილი სუფრის გარშემო ჩონგურს უკრავდნენ ქალები(ბედნიერია, მგოსნებო, ჩემი შაირის პწკარები).იხილეს გმირი პოემის — ცხოვრებით განახარები.იხილეს, გადაეხვივნენ, აუფართქალდათ გულები,იყო გულთბილი შეხვედრა და სიხარული ულევი.მზისგან დამწვარი მკლავებით მკერდში ჩაიკრეს ჩვილები,კოლხურ მიწაზე გაზრდილი — პოემის გმირის შვილები.პოემის გმირმა ცოლს უთხრა: ჩონგური მოიტანეო,ლექსი იმღერე ქებული, ჩემო მზევ, ჩემო მთვარეო,ჩვენი ძვირფასი სტუმრები დაატკბე, გაახარეო!მოვიდა ქალი ჩონგურით მწყაზარი, პირმცინარეო,ქმარს უთხრა: — ქმარო, მოვედი, შენი მზე, შენი მთვარეო,შენი გათლილი ჩონგური მოგართვი, მოგიტანეო,ლექსი ვიმღერო ქებული, სტუმარო, გაიხარეო:— ნანა, ნანა, დია ნანასულზე ტკბილო ჩემო ნანა,სიკვდილი მას, ვისაც შენიგახარება დაენანა!სიმღერებით გამომზარდე,შემასწავლე ანა-ბანამომიტანდი ცვრიან ვარდებს —ვარდს რად უნდა ვარდი, ნანა?მიყვებოდი ოქროს ზღაპრებს,რომ დადგება ოქროს ხანა...ნანა, ნანა, დია ნანა,სულზე ტკბილო ჩემო ნანა!აგვისრულდა განზრახული...მტერს დაესო გულში დანა,კოლხიდაში გაზაფხულიდადგა, ოქრო მოიტანა,აღარ ისმის ისლის ქოხშიოი... ნანა! ოი... ნანა!ოდა დავდგით, ისლის ქოხიაჩრდილივით გაილალა,შენ ჩემს გაზრდას შენატროდი,სიკვდილმა არ დაგაცალა;ჩემს გმირობას მოსწრებოდი,უცოდველო ჩემო ნანა.სასთუმალთან ძილისპირულსმიმღეროდი, დია ნანა,შორს ვიყავი, მიმელოდი,ცქერით თვალი დაგეღალა;ნანა, ნანა, დია ნანა,სანატრელო ჩემო ნანა!ახლა ჩვენთან აღარა ხარ,სამარეში გძინავს წყნარად,ოქრო ბრწყინავს, ბაღი ბრწყინავსდა დაგნათის თავზე მკრთალად.ბაღში სტვენენ ბულბულებიდა ქარს მიაქვს ხმები ბარად:— მამამ ასე დამიბარა,დედამ ასე დამიბარა:კერია არ გააცივოდა ზედ ცეცხლი გენთოს მარად.ღამე არის, ზეცის ნამიაციმციმებს რძიან ბალახს,მთვარე ოდას გადასცილდადა ტყის უკან დაიმალა,ჩონგური კი ისევ მღერის,სულზე ტკბილო ჩემო ნანა!ყველა სიამით უსმენდა (ტკბილად მღეროდა ასული),აგონდებოდა კოლხიდის ჯოჯოხეთური წარსულიდა მტერი, ხალხის მახვილით ათასჯერ გულგაბასრული.უეცრად ხალხის სიმღერამ გააღო კარი ოდისა —გზა დაუცალეთ, ოჯახში ხალხის მგოსანი მოდისო,გამოჩნდა ხელში ვარდებით მოხუცი წელგამართული,შვენოდა თეთრი ჭაღარა და სატევარი ქართული —ვარდებით მორთო ოჯახი და ააჟღერა ფანდური.
***იმ დღეს, როდესაც ხარობდა მზეზეკოლხიდის მიწა, ქცეული ბაღად,მე დავასრულე ამბავი ესედა გადავეცი ხალხისთვის ქაღალდს.დე, ხალხმა ნახოს და მესაუბროს,კარგია, როცა ხალხი გაგიგებს,მე ხალხს ვენდობი ყველაზე უფრო,თუ მოეწონე, ძეგლსაც აგიგებს.უკანასკნელად ვალი მაქვს, უნდამოვიხსენიო მეგობართ წყება,არ შემიძლია მე წუთით, თუნდაცმათი ამაგის გადავიწყება.მადლობა შენდა, ნაზო ქალწულო,მე ვწერდი შენი საწერ-კალამით(რად აფართქალდი ბუდეში, გულო?)მიიღე ჩემი წრფელი სალამი!მადლობა შენდა, ქალო მთოვარევ,შენ მისახსოვრე, მგონი, რვეულიდა სიხარულით აღმაფრთოვანეჭაბუკი, ანცი და ჭირვეული.მადლობა შენდა, ბავშვივით ჩვილო,შენ ააჟღერე ჩემი ებანი,კაცო, მართალო, ბუნების შვილო,შენით მაქვს შვება — ნეტარებანი.სითეთრე დღისა თოვლებრ დნებოდა,იდგა ზაფხულის დღის სიტკბოება,მზე ჩადიოდა და სრულდებოდაჩემი ლექსი და ჩემი პოემა.მე სხვაგვარ ცეცხლით მეწვოდა სული, —უფაქიზესი გრძნობების ბინადა შთაგონებით გარემოცულივხეტიალობდი შავი ზღვის პირად!...
* “ორბელიანი დიდი მგოსანი”-აქ ნაგულისხმევია მე-19 საუკუნის ქართველი პოეტი ვახტანგ ორბელიანი.