პოეზია · ლირიკა
კაფე რიონის პირად
ლადო ასათიანი 1917–1943
იმ ცისფერ კაფეს ვიგონებ ახლაც,დღემდე იმგვარად დარჩა ის, მგონი;დღემდე მეც ძვირფას ოცნებად მახლავსჩაის ვარდები და ჩაის ბოლი.ისმის რიონის შრიალი შორი,ჩვენს ლურჯ თვალებში შემოუსვლელი,ცისფერ კაფეში შევდივართ ორნი,ცისფერ მაგიდას შემოვუსხდებით.ჩაის ვარდების ჩანს აკვარელი,- სად არის შენი ნანატრი ტოლი?- სადა გყავს დედა ან საყვარელი?- რა იქნა დიდი მომავლის ბავშვი,ხედავ, ბერდები და თან ყვითლდები!ცისფერ კაფეში და ცისფერ კვამლშიჩვენ ჩვენს ბედ-იღბალს დავაკვირდებით.და იმ წუთამდის, ვიდრე ზარებისგაგვაღვიძებდეს ხმა საოცარი,ვრულავთ ბინდ-ბუნდში, როგორც მგზავრებიშავით მოსილნი და შაოსანნი.ცისფერ კაფეში... ეს იყო ძველად...დღემდე იმგვარად დარჩა ის, მგონი,დღემდე მეც მახსოვს გულის დამწველადჩაის ვარდები და ჩაის ბოლი.დღემდე მიტაცებს შრიალი შორი.ჩვენს ლურჯ თვალებში შემოუსვლელი...ცისფერ კაფეში შევდივართ ორნი,ცისფერ მაგიდას შემოვუსხდებით...
1940