↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გახსოვდეს მარად!

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95281 ნახვა

—
მიზანს, რომლითაცმე ამ ლექსს ვიწყებ,ნისლს არ ვაკარებიოტის ოდენს.გახსოვდეს მარად,ნუ დაივიწყებ,რომ შენ ატარებლენინის ორდენს!ვლადივოსტოკით,ბათუმის ცამდემხარეს ურყეველკედელს ვადარებ.შენ გაიმარჯვებყოველ დროს, გწამდეს,რადგან ლენინისორდენს ატარებ.არხანგელსკიდანაშხაბადამდემე ახალს ვხედავმთებსა და კორდებსდა ყველაფერიქვეყნიდან ცამდეგრჯის, რომ ატარებლენინის ორდენს.დღე ხვალინდელი,დღე დღევანდელიაღფრთოვანებასროგორ არ გრძნობდეს!დე, ანათებდე,როგორც კანდელი,რადგან ატარებლენინის ორდენს!
შენ შენი ქვეყნისხარ მტკიცე, მკვიდრიბატონ-პატრონი,მობინადარე:ვაშა სამშობლოს,მას გრძნობდე, ვიდრეშენ უბრწყინვალესსორდენს ატარებ.
შენი გულიაუდიადესიქნარი, რომელიცფანტავს აკორდებს;ხუთიათასი,ხუთიათასიეს ჩემი ლექსიცლენინის ორდენს.
კაცობრიობისდიდი ოცნებაწითელი დროშითმიგვიძღვის ოდეს,როგორც უმაღლესპატიოსნებასიცავს უდიდესლენინის ორდენს.
რა მშვენიერიალიონია!მას ჩემი ჩანგიიცავს აფთარებრ,მრავალზე-მრავალმილიონიანხალხის - ლენინისორდენს ატარებ!
1939
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი