↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გახსოვს?

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
გახსოვს, თიბათვის თეთრ ღამეებში,ოდეს ნათელი მთვარის, რძისფერი,გადავლებოდა ტბებს და ხშირ ტყეებსდა გამჭვირვალე იყო ეთერი?რიონის ზვირთი როგორ არხევდაცის ელვარებას, გულში ჩანაქსოვს.როგორ გვიყვარდა ჩვენ ერთმანეთი,წარსულო დროო... მითხარ, ხომ გახსოვს?
მე აღტაცებით ვმღეროდი მაშინდა სიყმაწვილე თრთოდა ჩემს გულში,მე ვივიწყებდი მთელ დედამიწასშენს ნაზ ალერსში, შენს ტკბილ ჩურჩულში...წარვიდა, გაჰქრა ჟამი ნეტარი...ეხლა სიყვარულს გული აღარ გთხოვს...არ გთხოვს არაფერს... მხოლოდ მითხარი,ყველაფერი ეს ხომ ისევ გახსოვს?
სადა ხარ ეხლა? კვლავ მარტოდმარტორიონის პირად ვდგევარ მოკლული.იგივ ღამეა, იგივ ნათელი,და მეკუმშება ტანჯვებით გული,მწარე ღიმილით, უხმო ღიმილითვუახლოვდები - მაგრამ მშორდებადრო - რომელსაც სულს ვერ დავავიწყებ,დრო - რომელიც არ განმეორდება!
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი