↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შორენას

ბოლქვაძე ფირუზ

2026-07-181 წთ საკითხავი949 ნახვა

—
ჩვენ ახლა ვზივართ და ზღვის ნაპირებს,გავყურებთ, მოჰქრის ნიავი ნელა;ჯერარშობილიც სუნთქვას აპირებს,ჩამოვუკიდოთ აქ საქანელა!
გაკოცებ ახლა, ამ გზებს, ამ ხიდებს,ვაშენებ წვიმს თუ ქარია, ბნელა,მომინდა ნათლით ცამდე ახვიდე,რადგან სხვანაირს გიყურებ ძნელად...
შენ ღვთაება ხარ, წამწამს არ ხრიდე,თუნდაც არასდროს, მანიჭებ ყველასიკეთეს, ხვალ კი ამ გზებს, ამ ხიდებს,ვაჩვენებთ ჩვენს შვილს უკვდავ სახელად!
ჩვენ ახლა ვზივართ და ზღვის ნაპირებს,გავყურებთ მოჰქრის ნიავი ნელა,ჯერარშობილიც სუნთქვას აპირებს,ჩამოვუკიდოთ აქ საქანელა!
ბოლქვაძე ფირუზ

ბოლქვაძე ფირუზ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი