პოეზია · ლირიკა
* * * ხვალ მზის ბადეში აფართხალდები (მთარგმნელი: ნათელა ხუციშვილი)
ხვალ მზის ბადეში აფართხალდები,ის ჩემთვის დადის თევზის საჭერად,ის არაფერზე არ დამზარდებადა შენ - შემწვარს ან მოხარშულს დაგდებსთუ მოვისურვე, ჩემს ფანჯარაში.
ხვალ ქარის ნართში გაიხლართები,ის მარყუჟებს კრავს, ამაგრებს ჩემთვის,ის არაფერზე არ დამზარდებადა შენ მთლიანად ან დაშლილ-დაფშვნილსნაცრად მოგაფრქვევს აქ, ჩემს კარებთან.
ხვალ წვიმის თქეში მოგიგდებს ხელში:მას შეუძლია დაგაღრჩოს კიდეც,ის არაფერზე არ დამზარდებადა სუფთად განმბანს უფლის წინაშეთუ მოვისურვე, რომ სულ შენ გგავდე.
ხვალ მზეს ჩავუქრობ თვალის სინათლეს,ხვალ გადავისვრი ორმოში ქარსაცდა წვიმას ისევ ზღვაში გადავღვრი,რადგან მსურს, თვითონ მოხვიდე ჩემთან.