↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * შიში წამოდგა ჩემში ანაზდად (მთარგმნელი: ნათელა ხუციშვილი)

ლავანტი ქრისტინე

2012-08-121 წთ საკითხავი302 ნახვა

—
შიში წამოდგა ჩემში ანაზდად,მსგავსად ქალისა, რომელსაც თავშირაღაც საზარი აზრი მოსვლიადა მას შემდეგ - ორი ოთახი თუ აბადია, -იქ უთავბოლოდ გადი-გამოდის.ასევე დაძრწის ახლა ჩემში შიში ერთთავად.ხშირად კიდევაც ვესიტყვები, მივმართავ ხოლმე,ვლოცულობ მისთვის, ვუმღერი ხანაც,ანდა ვუკითხავ მას საათობითმეტად ჭკვიანურ და წმინდა წიგნებს,მაგრამ ის ამას არაფრად აგდებს.უფრო მძიმდება სულაც ამისგან,ხოლო უკლებლივ ყველა ადგილი,სადაც კი იგი ფეხს დააბიჯებს,ცახცახს დაიწყებს.ასე ცახცახებს უკვე მთელი ჩემი არსება,მითრთის ხელ-ფეხი და ბაგეები,უმეტესად კი ალბათ ჩემი ქუთუთოები.ის ამით მაინც ვერ დაცხრება დაჩემი გონების კარს შემოაღებს,შემომეჭრება საბრალო სულში.მასშიც ხომ უკვე ყველაფერი ძრწის და მერყეობს,ცის და ქვესკნელის სურათებიაცვივა ერთურთს და ამ ქალ-შიშსაც.ო, ეს საბრალო!მას არასოდეს ეწვევა ძილი,მეც აღარასდროს არ მაღირსებს ის დაძინებას,რადგანაც უთხრეს მას რაღაცა ისეთი სიტყვა,მახვილის დარად რომ ჰკიდიაერთადერთი იმედის ძაფზეჩვენს თავებს ზემოთ.

ლავანტი ქრისტინე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი