პოეზია · ლირიკა
* * * ცისკრის ვარსკვლავო (მთარგმნელი: ნათელა ხუციშვილი)
ცისკრის ვარსკვლავო, რაც სხვისთვისა ხარ,ის ჩემს თვალებში სულ სხვად იქცევა,მათ აღარც ეთქმით უკვე თვალები,ერთმა გრძნეულმა მათი კაკლებიშესანსლა, თვალის ბუდეებში კიშიშის კენჭები ჩასვა სანაცვლოდ,მწარე მარილით მაგრად ჩატკეპნა.როდესაც ვტირი, რბილდება კირი.ცისკრის ვარსკვლავო, ნუ მეცხადები,თორემ თვალები გადმომცვივდება.რით გავაგრძელო შემდეგში შიშიძაღლთა თუ კეთილ ადამიანთათუ ყოვლისმხილველ უფლის წინაშე?თუ დავბრმავდები, სუსტ თითებს შორისჩამეფშვნიტება არსობის პური.მოუპირავი სიკვდილი მერეცარიელ კალათს - გულს გამიჩერებს.