↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

და, აი, მე გავყიდე სახლი

ხარანაული ბესიკ

2011-08-122 წთ საკითხავი6016 ნახვა

—
და, აი, მე გავყიდე სახლი და აღარავინაა ჩემს შორის ჩემიანი,"რამეთუ" (მავანი არატუნებდა ამას წინათ საცოდავი ძველ-ქართულითადა იმისაგან ვისახსოვრე მეც),დაემათა მოხუც დედას ინსულტი ის იშემიურიდა ექიმურ-კაკაფონური ენით მემცნო მეც, საცოდავსა,რამეთუ მქონდა მე გაბმულა, ანუ ვსვამდი უკვე ორი თვედა როგორღა შემეძლო მე, არ გამეყიდა სხვადასხვა რამენი ამ მიზეზითაც,თუმცა კი რომ დედაჩემი იყო ისე მოკრძალებული,რომ ერთი ყველის ნაჭერიც კი სიკვდილამდის ვერ დაამთავრადა დაგვიტოვა ჩვენ სახსოვრად, როგორც კუნძული...და მღვდელი კი არა და ექიმი კი ჩამოუთვლიდა მრავალგვარ წამლებს,ერთი გრამი რომელთაც რომ ასი ლარი ღირდა სადღაცადა დედაჩემი ამაზე რომ თვალს ჩამიკრავდა -ნეტა მაგას, სულელები რომ ვგონივართო!..მაინც კი რომ, მიუხედავად... ექიმების მიყვან-მოყვანა, ბენზინის ფულიც...და გავყიდე მე მანქანადა დავმარხე მე დედაჩემიცდა ცარიელ სახლში ახლებურად ვიწყეთ ცხოვრებამე და ჩემმა ჩრდილმა - მამაჩემმა.სულ ერთმანეთს რომ ვემალებოდით (სიგარეტის და სასმლის მიზეზითაც,უნდა ითქვას, რომ)...და, აი, გახდა ავად მამაჩემიც.რამეთუ წერილ არს, კიბო მწეველებში უფრო ხშირიაოდა ნაწერი რომ დასრულდება და მაინც რომ უნდა მისდიო,ვიდრე ცეცხლით არ შეიჭმება...და გავყიდე მე სახლი იგი და დავმარხე მე მამაჩემიდა ლურსმანთაგანს ბოლონას რომ აკაკუნებდნენ,ვთქვი, აჰა-მეთქი!.. მე ვიყავი თავისუფალი,ჩემი იყო ოთხივ მხარე დედამიწისა,და ვიგრძენი, ვით მდიდარი ვიყავი უკვედა ჩემს ქონებასჰაერივით არ სჭირდებოდა,არც ლურსმანი, არც კლიტე და გასაღებელი...ღმერთო, შემეძლო მე ფრენაცა და სიარულიც,ჩიტივით ვიყავ,და თავისუფლების პირველი დღე რომ ღაღანებდა,ადამიანის თანდაყოლილ ნაკლს გადავაწყდი:რადგანაც, რომ, თავისუფლებათუკი უხელს კაცს ფართოდ თვალებს,იმავ თვალებს მუმლთსაჭერით არ აჯილდოებს.და შემივარდა თვალში რაღაც,ნაპერწკალი, ჩიტი, გვრიტი,ცხოვრება თუ აჩონჩხილი შენობები ჟანგიანები,თუ სხვა რამ ჯილდო...და დამეფსო მე ერთი თვალიდა შევიქმენ თადარიგი თვალის ამარა,რამეთუ წერილ არს -მოიშრიტე თვალი ტკბობისა!და ახლა კი, ხანდახან რომ ამეტირება,ვრჩები უფრო იმისაგან გაკვირვებული,იმ დაშრეტილ ტკბობის თვალსაც რომ სდის ცრემლებიდა ვფიქრობ მე - ალბათ იგი სტირის ტკბობასა,ხოლო მეორე - თავის თავს სტირისდა იმიტომ არიან ორნი.რამეთუ წერილ არს:კარგია, როცა ტირიან ორნი,თორემ ერთმა ვით იტიროს, თუ მეორემ არ დაინახა.
ხარანაული ბესიკ

ხარანაული ბესიკ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი