პოეზია · ლირიკა
გახაფხულის ძახილზე
ცხენზე შემჯდარა ობოლ-ბერდია.ჩამოუყრია გრძელი ფეხებიდა მიდის გამხვალ ნასიმინდრებში.და საითაც კი არ გაიხედავს,მინდვრებისკენ თუ გორაკებისკენ, –ჩაშავებული ნახნავებისთვის,გადატრუსული ფერდობებისთვისწუხელ ვიღაცასმწვანე ხელი გადაუსვია.და თითქოს, თითქოსმიწამ უბიძგადა საცეკვაო წრეში შეაგდო –შეკრთა ბერდია, რადგან იხილაძალა,რომელიც არ აძინებდაგრძელ ღამეებში.აი, ასეთი ხელი უნდა ობოლ ბერდიას,ასეთი მწვანე ხელი უნდამის დაშაშრულ სულსდა გამხმარ ქოჩორს.