↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბონსაი

თოფურია თეა

2026-07-181 წთ საკითხავი1736 ნახვა

—
მთელი ხელოვნებაა ბონსაი,აქციო დიდი პატარად,ჩამოიყვანო სიყვარული მეგობრობამდე.ჯერ ხელებს დააჭრი ძირში,რომ ვერ მოგეფეროს,მერე მოაწყურებ,არ აყვავდეს გაზაფხულზე დიდი ყვავილებით.წლები უნდა, თორემ ისე,გამოცდილია,უსათუოდ გახდება ჯუჯა.გავა დრო დაგექნება ბაღი ჯუჯა ხეების,სადაც ბევრმა დაივიწყა,ახლა კი მორიგი ნერგი ივიწყებს,როგორი იყო აფრიკაში ბაობაბი,დიდი ხე, დიდი სივრცის პირას,იმის იქით სიცარიელე...მორიგი ნერგი ივიწყებს ამას...მერე კი,როცა ბაღის თავზე აგვისტო მოვა,როცა მოგშივდება, იმდენად რომ წყალსაც შეჭამდი,როცა მიხვდები,რომ ბონსაის არა აქვს ხილი და ჩრდილიშენ გაიხსენებ,იმას, რასაც ის ივიწყებდა.
თოფურია თეა

თოფურია თეა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი