პოეზია · ლირიკა
*** ხომ შეიძლება
ხომ შეიძლება მოიშალოს ეს დედამიწასაკუთარი ზღვებისგან დაჟანგებული,მზეზე რომ გამოკიდეს გასაშრობად,დღემდე სველი როა,დატრიალდეს ამაზე სწრაფად,ბოძებს ჩაჭიდებულებიგვესროლოს სადღაც,იმ გრავიტაციულ ველში,სადაც სიკვდილს ვერ ახერხებენ.გადაიაროს სარეველამ კონტინენტებზე,გადაშალოს ყველა საზღვარი,თუნდაც დავბრუნდეთ, ვერ ვიპოვოთ,სახლი,ქვეყანა...განზომილება გახდეს სამშობლო.