↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** უცნაურია

თოფურია თეა

2008-06-131 წთ საკითხავი1737 ნახვა

—
უცნაურია,არ იყო წარსული ტკბილი,მაგრამ მაინც ხელზე აგეკრო.წინ არ გახედებს,თითქოს სახის მაგიერ,კეფაზე გაქვს წყვილად თვალები.საკუთარ სხეულში,როგორც ნაქირავებში ცხოვრობ.სული მდგმურივით აღმა-დაღმა დადის,ისე გვიან ბრუნდება,ერთი-ორჯერ კინაღამ უიმისოდ დაიძინე.ღრენით აღებს კარს,სანამ სხეულში შემოვიდოდეს,ტანსაცმელზე ტალახიან ფეხებს გაწმენდს.შენ კი ძველ სისუსტეს ვერ გადაეჩვიე,მოფერებას ითხოვ,როგორც ხელში აყვანას მონატრებული,მსუქანი ბავშვი,თავისსავე ბურთს რომ მიუსვეს.რა იქნებოდა, ცხოვრებაც ასეთი გქონოდა,გასაბერი,მოგბეზრდებოდა, დაჩუტავდი,მოგბეზრდებოდა, შეინახავდი...თორემ, აბა, ეს რას ჰგავს?მოგბეზრდა და არ იცი, რა უყო.
თოფურია თეა

თოფურია თეა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი