↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გაზაფხული

ყურშუბაძე-გვარიშვილი ნანული

2026-07-181 წთ საკითხავი959 ნახვა

—
ო, გაზაფხულო, ჩემი გული ისე აენთო,თითქოს სულიდან წამოვიდა ლექსის კვირტები.ლამაზ ბუნებას უკვე მწვანე ფერი დაედო,აბა მითხარი, გაზაფხულო, კარგს რას გვპირდები?დღეს ჩვენს გულებში ჩაფერფლილა სხივთა ნათელი,რადგან საერთო სატკივარი გვაწუხებს ყველას,დედაო ღვთისავ, დამილოცე ჩემი ქართველი,რომ სევდიანი არ ითხოვდნენ მარადჯამს შველას.ო, გაზაფხულო, მშვენიერო, დროთა ღვთაებავ,აბედნიერე მომავალი ამ სამაისოდ,ვხედავ სამშობლო გასაჭირის ქსელში გაება,მთელი ქვეყანა ტკივილით და ცრემლით აივსო.მინდა აპრილი აპრილობდეს, ია _ იობდეს,არ მინდა ცაზე ბინდისფერი ნისლი ბოლავდეს.დედის თვალებში სიხარულის ცრემლი ღვიოდეს,ეს გაზაფხულიც ასე ლამაზად დაგვიბოლავდეს.

ყურშუბაძე-გვარიშვილი ნანული: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი