პოეზია · ლირიკა
ჩიტი
რა პაწია გული მაქვს დარამდენს ვიტევ დარდს,ცივ ზამთარში სარჩოს ვეძებ,უცებ ვიღაც მკლავს.რას გიშავებ, რომ არ ვიცი?ღმერთო რას მდებ ბრალს?არვის არას ვუშავებ დამაინც ვიღაც მკლავს.დავფრთხიალებ აქეთ-იქით,გულს ნაღველი ხრავს:ვხედავ _ ვიღაც ჩამისაფრდადა გულგრილად მკლავს.პაწაწინა ჩიტუნა ვარ,რას გიშავებთ რას?ამიხსენით, ხოლო მერეთვით მოვიკლავ თავს.