↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წმინდა ნინო

ყურშუბაძე-გვარიშვილი ნანული

2026-07-181 წთ საკითხავი961 ნახვა

—
რა სიზმრიდან, რა ნობათით მოდიოდა,ვარსკვლავივით მოციმციმე ქალი,რა ბრწყინვალე, უჩვეულო ღამე იდგა,ქალღმერთივით სათუთი და წყნარი,წმინდა ნინო ცის ბილიკებს მოჰყვებოდა,თითქოს ციდან ჩამოეშვა ფარდა,ნატიფ წელზე ნაწნავები მოხვეოდა,თვალები კი ცისკრის ზარით უელავდა.ქრისტეს პერანგს დაეძებდა სულიწმინდა,მიჰყვებოდა მაღლით ღრუბლის სვეტებს,საქართველოს მზეს და მთვარეს ავედრებდა,ვაზის ჯვარზე ჰყრიდა ცრემლის წვეთებს.რა სიზმრიდან, რა ნობათით მოდიოდა,თავისი თმით გადაწნული ჯვარით,რა ბრწყინვალე, უჩვეულო ღამე იდგა,ქალღმერთივით სათუთი და წყნარი.

ყურშუბაძე-გვარიშვილი ნანული: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი