↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში

ხოფერია გია

2026-07-181 წთ საკითხავი3936 ნახვა

—
ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისშიტელევიზიის მთავარი პერსონაჟი გახლავთკბილის პასტა ქოლგეითი,ხოლო უფრო მომცროებად გამოიყურებიანპრეზერვატივი `კაკაჩა~ ან სარეცხი ფხვნილი `მიხაკო~...თუ ამას დავუმატებთ ლათინური ამერიკიდანგადმოსროლილ დესანტს უკანალში ზორტამოკრულ ქალებისასდა აქა-იქ გავაფხვიერებთ მენიუს ადგილობრივი წარმოებისსახლიდან გაყრილი პოლიტიკოსებითიქნებ დიდი მიღწევა იყოს ოდნავი წარმოსახვა,რა დღეშია ჩავარდნილი ჩემი გენიალური თავიბაღლინჯოების ანკესზე წამოგებული.იციცქნებიან ბაღლინჯოები და მითვისებენ უმად...ხოლო კბილის პასტა ბაირამობს ღია ეთერში.იგი ისეთივე გმირია თანამედროვეობის,როგორც ლექსენი და სხვანი -ათ ნომერ ძაფზე ჩამოკიდებული ვარსკვლავები,შვილები დიადი ეპოქისა, დიადი პრეზიდენტისა,დიადი ქალაქისა და სოფლისა,დიადი არაფრისა.ისინი არსაიდან მოვიდნენ და პირდაპირ გაცუნცულდნენეთერში.ისინი ვარსკვლავები კი არიან,მაგრამ კბილის პასტებიც გახლავან,პრეზერვატივებიც და სარეცხი ფხვნილებიც.ისინი არყევენ საკოლმეურნეო მასებს,ახალგაზრდობაგამოცლილ ახალგაზრდებს,უთავო მხედრებს და სქესმოშლილ ვინმეებს.ბაღლინჯოებს კი ანკესზე ჩამოცმული აქვთჩემი გენიალური თავი და გასაქანს არ მაძლევენერთხელ მაინც გავხდე მეტეორი,ათ ნომერ ძაფზე ჩამოკიდებული ვარსკვლავებიერთმანეთს რომ მივარეხვო ლაყე კვერცხებივით.აფსუს, რა კარგი დრო ცდება უჩემოდ!

ხოფერია გია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი