პოეზია · ლირიკა
* * * ორივე მხრიდან ღია რომ ვარ
ორივე მხრიდან ღია რომ ვარ,გამჭოლი ქარი ცენტრში მიგუბდებაცეცხლად და შხამად.გადამწვარ კოინდარს შხაპი ენატრება,მაგრამ სანაგვე მოფრინავს მხოლოდმასკარადული ახარხარებითდა იჟანგება ცეცხლი და შხამიდა ვიჟანგები.ცარიელ ბოთლების, კონსერვის ქილების,გადაყრილ წიგნების, ცოცხლად მკვდრებისდა სრულიად მკვდრების ვარ მუზეუმი,რომელიც დადის ქუჩაზე ხანმოკლე პეპლების,დამთვალიერებელთა გარეშე.გაივსო ჩემი სიცარიელე,მთელი დედამიწით გაივსო.აღარავინ დარჩა გარეთ და ახლა ისე მძიმე ვარ,საცაა მოვწყდები დედაჩემის ყუნწსდა სამუდამოდ დავიკარგები.