↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თიბათვე

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-121 წთ საკითხავი13554 ნახვა

—
ერთი ქართველი ბიჭი ვარ,გულში ხალისი მიბრუნავს,ბიჭებო, ბანი მომეცით,დავაგუგუნოთ მთიბლურად!სანამ მკათათვე დადგბა,ხედავთ, გეძახის სათიბი!ფერი ვუცვალოთ მინდორ-ველს,გავხადოთ მწვანე ქათიბი.
პირალესილი ცელებითმივწვდეთ ზურმუხტის კულულებს,დაგვათრობს თივის სურნელი,ღიღინით ავაბულულებთ.
სანამ მკათათვე დადგება,გაყვითლდებიან ველები,ვთიბოთ და ვთიბოთ ბალახი,მზეზე ვაელვოთ ცელები.
ხარის პურია ბალახი,დაგვლოცავს, გაეხარდება,მძიმე უღელში შემბული,გულდაგულ გაემართება.აბა, ბიჭებო, ვიჩქაროთ,ცელებს ნუ იქნევთ უგულდ,მალე მკათათვე დადგება,ჰოპუნაც დავაგუგუნოთ!
1947 წ.
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი