↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თითქმის...მუხამბაზი

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-121 წთ საკითხავი13550 ნახვა

—
გაზაფხულდა...გულს ისევ აუშენდასიყვარული, იმედები, დარდები,ბაღში ვწევარ ათეთრებულ ნუშებთან,გულს მაყრია იები და ვარდები...ნუშებს იქით ფანჯარაში მტრედია,ვამბობ:L "აჰა, ბურთი და მოედანი!დღეს საგულეს გული ვერ დაეტია,და ვღუღუნებ ჩემთვის ბერი ქედანი..არ მომხედავს,ის ვინ არის, მე ვინა?მზეს შესცქერის,ტკბილად მღერის მზევინარს,განა შენმა სიყვარულმა, ლამაზო,გაზაფხულმა ეს ლექსი მათქმევინა!უცნობი ხარ, უცნობადვე დარჩები,პოეტი ვარ, აშუღი და მეათრე,შენ რა გინდა,ოღონდ ატმის ფარჩებით,ნუშის კაბით, მოდი, გამომედარე,ვერ მიხვდები...როს მოვიდა აპრილი,სიყვარული მე ისეთი მომინდა,ჭაბუკურ, ნაზი და თავდახრილი,ამოსული ვაშლის ყვავილობიდან.შენ კი რაო?როცა აქეთ ჩაივლი,არც მომხედავ ხისქვეშ მწოლიარესა,მე რად მინდა შენი კარგი ღიმილი,გულით მიცქერ, გულმა მომიალერსა...აბა, შეხე, რა ღრუბელი მოცურავს,მე კი ვდგავარ შენი ფანჯრის წინაშე,ამ ნუშებთან ეს რამდენჯერ მოვსულვარხან ჟუჟუნა, ხან შხაპუნა წვიმაში.დე, იწვიმოს, მე ავსილი ოცნებით -გულისცემით ჩამოვიგლეჯ საყელოს,მე ვინა ვარ,ალბათ, ნაღდი მგოსნებიცგწერენ ლექსებს, ლამაზს და უსახელოს!ჩქარა, თორემ, ჩემი გულის ხმაურზეგაზაფხულდა, მოფრენილან მერცხლებიც,განა რამდენ საუკუნეს გაუძლებსსიყვარულის ეშხი და ნაპერწკლები?!
14. VII. 39 წ.
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი