↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მთაში

ჰერელი (ზაზა სუყაშვილი)

2006-01-131 წთ საკითხავი2448 ნახვა

—
მთა როცა ღრუბლების ქათქათა უნაგირს იხვევს,ძაფივით გაკვანძულ ბილიკზე ავუშვებ წაბლას...და კლდესთან ჭიდილში რქის წვერებწამტვრეულ ჯიხვებსჩამოვერეკები მოწყვეტილ ფერდობზე დაბლა.ქვევით კი - ვიწროში დახვდება უწვერო ბიჭიდა ნაიარევი მარჯვენით მოზიდავს ჩახმახს -(წინდაწინ გადმომხტარ ჯიხვს გაუქვავდება ბიჯი),შეხტება, შესძახებს: „ა, ეგრე მოგიხდებ, ახმამს!“მთა გულში ათასჯერ გადაიმეორებს ექოს,ბოლოს კი მონახავს ხეობის სიღრმეში საფლავს.და ჩვენ კი ჩავყვებით ნისლებით დაბურულ ბექობს,ღრუბლებზე ზევით და მთვარეზე ცოტათი დაბლა...
ჰერელი (ზაზა სუყაშვილი)

ჰერელი (ზაზა სუყაშვილი): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი