პოეზია · ლირიკა
ლექართი*
შჳილო, ბევრჟე მითქომ:-წჳრილფეყ-დიდიანადსოფელს აგდებენ და ქალაქშ მიდიანავ!აბა ვისთვის ვლეწო გლეხმა კალოები,როცა ფუძეს ასე აუბრალოებენ... -როცა სახლს ყიდიან მამულ-მიწიანა,კუთხე იყიდება, განა იციანა?!კომლი აღარ ადის ქართულ ქოხები დაეზო-მენაჴებიც ასე ოხრდებიან.ერთი პეშვი წყლით და ქოთნის ლობიოთიდღევანდელობამდე ტკბილა მოვდიოდით.დღეს კი დაივიწყეს კუთხე ზურმუხტული,მარტო საით წავა გლეხი ქურმუხულით?!შჳილო, ბევრჟე მითქომ:-წჳრილფეყ-დიდიანასოფელს აგდებენ და ქალაქშ მიდიანავ!
----------
ლექართი - სოფელი კახის რაიონშიმენაჴი - ვენახი