↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ია

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-121 წთ საკითხავი13547 ნახვა

—
ზამთარმა გადაიარა,ცაში ცხრათვალა მზეა,მარტო ენძელა კი რა,უკვე აყვავდა ია.ღობის ძირებში ყვავილებსაგროვებს ჩემი მზია...
ახარებს ოქროს შინდები,ბუჩქთან დამჯდარი ზიზილა,ნაკადული რომ უმღერისგადაქცეული სიცილად.
აქვეა მისი ძამიკოც -დიდი ვაჟკაცის იერით,ნამცეცა მზიას არიგებს,როგორც ბრძენი და ხნიერი:
"ნუ სწყვეტ, აცალე, იხარონზიზილებმა და იებმამათი სიცოცხლის მოსპობაბავშვებს არ გვეპატიება!"
1948 წ.
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი