↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

იბერის ლექსი

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-121 წთ საკითხავი13550 ნახვა

—
ოდეს მამაცი იბერი,ცისა და ქვეყნის ასაკის,ლაღი დ თვალებცისფერი,მცხეთის მახლობლად დავსახლდი;წელს ხმალი მერტყა ხალიბის,ხელი გუთნი მეჭირა,ქვის ტახტზე ვიწექ ყარიბი,ვარსკვლავების ქვეშ მეძინა.ნათელ თუ წყვდიად ღამეშიუღრანში ვჩეხდი ახოებს,ხარი მყავდა და კამეჩი,ვეძებდი საბალახოებს.
მივდექ, დასისხლულ თითებიტმცხეთას ავაგე ტაძარი,გაღმა მთას ჯვრი შევაბი,არმაზს ვაფრქვიე ნაცარი..ოდითგან თრობის მომგონიდა მოყვარული სინათლის,ურჩი არაბის, მონგოლის,პარტახში ვაზებ ვწიდნავდი.ვახარე შავფხა თავთუხი,კაჟით მოვხატე კევრები,რთველობას ვაჟურად დავდუღდი,ტკბილით დავავსე ქვევრები...
და აი, რასაც ვნატრობდი:ღვინო და პური მახობლისმოდით, მსურველნო დათრობის,სიყვარულის და ლაღობის,მოდით, ჰქუხს ქვევრი თავღია,თაღარში ბორგავს მაჭარი,ვაჰ, თუ მოვტყუვდი, ჭმახიანამცვრევი და ნაჭაჭარი!
მოგაწვდი, არ დაგაძალებთ,გულს ნაპერწკალი აღინთეთ,თუ გემწარებათ, აცალეთ -დავაჟკაცდეს და დაღვინდეს!თუ თქვენმა გულმაც შეირგონაჟური ჩემი ვაზების,უმალ ალავერდს გადმოვასაალავერდოს თასებით!
1946 წ.
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი