↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

იმ მშვენიერ გაზაფხულს

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-121 წთ საკითხავი13576 ნახვა

—
იმ მშვენიერ გაზაფხულსცის მანანა გვეპკურა,ორი გული შევკონეთ,შევაერთეთ ერთ გულად...
დიდხანს, დიდხანს მღეროდაგული, ჩვენი ერთგული,ახლა რატომ შეტოკდა,რად სცემს შეთრთოლებული?
ნუთუ იგრძენ ღალატი,მიჩნეულო ზენარად?მართალია, ის გულიმე დავკოდე, შენ არა!
ისევ მე გევედრები,ტრფობავ, ძველად ნერგულო,კვლავ ავმღერდეთ,ერთმანეთსცის ნამივით ვეპკუროთ...იმ მშვენიერ გაზაფხულს,იმ ერთ გულს ვუერთგულოთ!
1955 წ.
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი