პოეზია · ლირიკა
ღამეული დაჭლექიანება
მოიკლაკნება უდრტვინველობა სულის ჩარჩოდან.მისავათებულ სიმფონიას უსმენს მადონა _მავნე ზრახვების ნაცარტუტარ მიკრობებს ლოკავსდიდი პედანტი. მრუში და ცრუ არსი!ხველებადამსკდარ თავისქალის ბზარი იზრდება,ღამურის თვალში, სისხლნარევი, დუღდება ბორშჩი.ფრთის ბრჭყალთა კაწვრას ემუქრება საღამოს ფითრი,განუკურნელი კეთროორგია ამშრალებს ღაწვებს,ექიმის ბურღი გადაცვეთილ კბილებში იბრძვის _ღრიალი ისმის პალატების თეთრი ზღაპრიდან.ჩუმად ილესავს ბლაგვ ბუსუსებს წიაღის მატლი;ტკეპნის ქვესკნელში მოლანდებებს, მწყრალი მასხარა.აქ არის კვნესა და ტკივილი, უეცარ ბინდის!მალარიების ცენტრალურ ხაზებს იპყრობს ჭაობი,_ აღარ მაციებს დაწერილის უაზრო ყინვა,ან გრადაციის საბოლოო ნისლოვანება!