↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ტრაფარეტი _ უტვინობიდან _ თავისქალისკენ!

ბუნდოვანი გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი4416 ნახვა

—
ჩამოცვენილ ნაოჭებს ვკრიფავ სულის კეფიდან,საგანგაშო იდეებს გონში გაიმპროვიზებ;სამყაროთა ასლები სივრცეებზე ეკიდა,მთელს სივრცეებს, თამამად, ფეხების ქვეშ მოვიგდებ!
გამონაწურ მრწამსებში ნოსტალგია მყიფდება,საზიზღარი მანია მწყრალად გაოხშივარდა...ჩვენს შიგნითა კედლებზე _ კეთროვნება მწიფდება,თვალებიდან გვამური მზერა გადმოგვივარდა!
ისტერიის მოდელმა წამიერად მიმონა,კატასტროფამ იფეთქა შეჯახებულ აზრებში...ხასიათის სირთულემ ვერაფერი იღონა,შემოჟონა სიყვითლემ აკივლებულ სახსრებში!
ჩამოგლეჯილ მანტიას შემოიცლის ნატურა...განწონილმა ფრაზებმა შეარხია ვნებები.მისტიკურმა გუმანმა _ აზროვნება დახურადა დაიმსხვრა უეცარდ შთაგონების კერპები!
ამონაბოლქვ კვამლებში აიბლანდა ტევრები,სისხლიანი ღაწვები მშრალად აცრემლიანდა...დაიტკეპნა პოლუსი დემონების ტერფებით,ჩემს შიგნეულ ინტიმში შესვლა დამაგვიანდა!_ ჩამონაყარ ნაოჭებს ვაბნევ სულის კეფიდან,და საზარელ იდეალს ტვინში ვაიმპროვიზებ...
ბუნდოვანი გიორგი

ბუნდოვანი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი