↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ღამის უჩვეულო სტუმარი!

ბუნდოვანი გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი4417 ნახვა

—
ვით გროშები _ მასხარას, ღმერთმა შვება მახარადა ჩავები ფერხულში, მე, სტიქიურ ქარებთან!..შვება რატომ მოვარდა, უსევდობამ დამკაწრა,გადავფრინდი უმიზნოდ, განშორებულ ღამესთან.რად ვესტუმრე უეცრად, შემეგება უხეშად,პირი უცებ ვიბრუნე, წავიდოდი მეგონა...მიყურებდა უკმეხად, უაზროდ და უტეხადნეტავ ნავსაყუდელი სულ სხვა მხარეს მეპოვნა.გამაყრუა ღრიალმა, დამაფეთა ტიალმა,მიხვდა ალბათ, რომ ჩუმად განშორება მინდოდა...აღსასრულის ნიავმა და პირადმა მისანმამაგრძნობინა დაღუპვა, როცა სული მიკრთოდა!შევაღწიე ჯურღმულში, ჩავიჩეხე უფსკრულში,ქალა, ჩემი თავისა, გადამსდარა შუაზე...აჩრდილების ჩურჩულში, გავეხვიე ქურთუკშიდა ხელიც ავიფარე, სახის მფარავ ვუალზე.როგორც ვინმე მურდალი, თავის ჭირისუფალი,მე მივჯექი უთავოდ, სიმარტოვის ზარებთან._ ვიყავ ღამის სტუმარი, ღმერთს მადლობა ვუთხარიდა ასე გავემართე საიქიოს კარებთან.ვით ხარხარი _ მასხარას, ზეცამ შვება მახარა,შევაღწიე ქროლვაში, გაგიჟებულ ქარებთან!..შვება რისთვის მოვარდა?! _ უდარდობამ დამკაწრადა გავფრინდი ისევე მიტოვებულ ღამესთან...
ბუნდოვანი გიორგი

ბუნდოვანი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი