↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

იმღერე, ბიჭო!

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-121 წთ საკითხავი13545 ნახვა

—
ზეცაზე სტოვებს კვალს თვითმფრინავი,მტკვრის ოხშივარში ელვარებს ხიდი.ხიდქვეშ მიცურავს პირველი ნავი,ხიდზე ვიღაცა ღიღინით მიდის.
ხიდზე ჭაბუკი სიმღერით მიდის,ვიღაც აბოდებს, ვიღაც აწუხებს,როგორც ბულბული საკიძგახსნილიაღფრთოვანებით ვიღაცას უყეფს.
ეტყობა, ახლა ის თვითონ არი:მტკვრზე მენავე,ცაში მფრინავი,დაუდეგარი სათავე მტკვარის,მაჯა ძლიერი, გული მგრგვინავი!
ნუ გაიოცებ, შუბლი გახსენი,ნუ გაუმზადებ ჭაბუკს სადავეს,ასეთი არი.. ჰო, გაიხსენეახალგაზრდობა - ჩვენი სათავე..
წამოეწიე, მიდი, უთხარი:"ნუ გაჩუმდები, იმღერე, ბიჭო!"ნუ გაიკვირვებ, შუბლს ნუ შეიკრავ,ღიღინებს, მტკვარში თავსი ხომ არ იხრჩობს?!მღერის სიცოცხლის ეშხით დამტკბარი,არ იძვრის ქარი, არ შხუის მტკვარი...
იქნებ პირველად მას შეუყვარდა,იქნებ წუხელის არც სძინებია,იქნებ უყვარდა, ძლიერ უყვარდა...და სამუდამოდ დასცილებია!
წამოეწიე, უსმინე, გულო,შენ კარგად იცი, რად მღერის ასე -რად მღერის გული უსყივარულოცდა სიყვარულის იმედით სვსეც!
შენ კარგად იცი...სიჭაბუკეშიგახსოვს,შენც ერთხელ ასე ამღერდი,და იმ პირველი სიმღერის ეშხითშენ საქართველოს ცას შეაბერდი!
1956 წ.
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი