↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გალათეა

დოლიძე გენრი

2022-12-121 წთ საკითხავი17832 ნახვა

—
გამოგაქანდაკე, როგორც გალათეაჩემთვის გაგაცოცხლა ცამ,გარეთ არ გახვიდე, გარეთ ღალატია,სულში ჩაიკეტე თამ!სევდა ფიქრზე მახვევს ეჭვის მავთულხლართებს,მასმენს ქარიშხლების ხმებს,ეჭვი მეპარება, ვინმეს ბრმად უყვარდე,როგორც შემიყვარდი მე.გარეთ მოყინული ყრია იმედებიმზიან ამინდებზე თან,ისე გაკლდები და ისე მემატები,ჯამი არ იცვლება თამ.ვდგავარ სამსხვერპლოსთან, ვგავარ პიგმალიონს,ველი გზა მიჩვენოს გზამ,ხელში რომ გიჭირავს ჩემი იღბალია,ფრთები არ მოტეხო თამ.ლექსებს იმედს ვაცმევ, ცრემლში ტანდაბანილს,სტროფებს ზეპურსა და ზეპირს,რა ვქნა? შენზე გადის ჩემი "ჯანდაბანიც",ჩემი "იმის იქით გზებიც".
დოლიძე გენრი

დოლიძე გენრი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი