↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბაფთები

დოლიძე გენრი

2026-07-181 წთ საკითხავი20983 ნახვა

—
თენდებოდა და მივდიოდით მე და შენ ერთად,მე და შენ ერთად მოვახურეთ მთვარეს მანტია,მთვარეს მანტია, მოვაცვით და გზად შევეფეთეთგზად შევეფეთეთ პირველკლასელ დილას ბაფთიანს,ჩვენი პირველი სიყვარული მახსოვს, ბავშვური...ცითდაკრეფილი ოცნებების ლურჯი კოლაჟი...და საკუთარი წარსულის მაქვს უზომო შური,რომ ყოველ დილით ვერ გაცილებ ისევ სკოლაში...რომ ყოველ დილით ვერ წაგართმევ ბავშვურად ჩანთას,ვერ შეგვიფარებს გაქცეულებს ჰორიზონტები....ჩემი მერმისი მაგ თვალებში სხვაგვარად ჩანდა...ღიმილ-ტირილი მეუფლება რომ მაგონდები...დრო გადის - (ტირე) ფასს კარგავენ ჩვენი ხუთები,მალე ცხოვრება ასჯერ ძვირად გაიაფდება....გუშინ ის, ჩვენი, საოცნებო, ტკბილი წუთები,შენს პირველკლასელ შვილს ებნია თმებზე ბაფთებად...
დოლიძე გენრი

დოლიძე გენრი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი