↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბაბუ

დოლიძე გენრი

2026-07-181 წთ საკითხავი20983 ნახვა

—
მზე ჰკიდია ზღვების გაღმა გაღვივებულ ბუხართან,როგორც ახლადგამომცხვარი ცხელი კეცის მჭადი...ძველ ნაბადზე წაწოლილი წარსულებზე ვწუხვარ დამთვარე, როგორც წველა ყველი, მყინვარწვერში ჩადისსანამ ცეცხლი საბოლოოდ წითელ თვალებს მინაბავს,ურწევს არწივს ჩემი ცოლი კავკასიურ აკვანსდა კედლიდან გადმომზირალ ვერმოსწრებულ წინაპარსვეუბნები: -აქ ვარ, ბაბუ! მოვედი და აქ ვარ!მოვედი რომ ავაშენო, ავაჩემო თავიდანოსმალთაგან გადამწვარი მუხის ძველი ოდა.ბაბუ, ის დრო აღარ არის, ბაბუ, ის დრო წავიდა!- დანგრეული ეკლესიაც ავაშენეთ ჰოდაააა,ჰოდა, ბაბუ, წელს პირველად შენი თოფიც ვაჭექე,ომში არა, მაშინ როცა შემეძინა ვაჟი...მერე ჩვენი იზაბელაც მივაცალე რვა ჭიქა,სიხარულით მე და სუფსა თავს ვიღრჩობდით ზღვაში...ამ მხარეში რომ იყავი სიმღერებით ცნობილი,მეც შენსავით ნამეტარი ნამეხარი ხმა მაქვს...ბაბუ, მეც მყავს ერთი კაი აჭარელი ძმობილიგულიანი, ქრისტიანი, ათი შვილის მამა...სანამ ცეცხლი საბოლოოდ წითელ თვალებს მინაბავს,ურწევს არწივს ჩემი ცოლი კავკასიურ აკვანსდა კედლიდან გადმომზირალ ვერმოსწრებულ წინაპარსვეუბნები: -აქ ვარ, ბაბუ! მოვედი და აქ ვარ!
დოლიძე გენრი

დოლიძე გენრი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი