პოეზია · ლირიკა
თვალადური რთველი
ინათა...ცვივა თენების ცვარი,გამქრალა ხომლი, ჩასულა მთვარეც.ვიღაც იძახის -აანთეს კვარი,გათავდა ღამე: ერთი სიზმარი ....
და გაღებული ჭრიალით კარიუხმობს მეორე დახურულ კარებს,იელვებს ჭრაქი -როგორც ცისკარი,და ორმოც ოჯახს გამოშლის გარეთ.
ისმის ყიჟინი,იწყება რთველი,საკრეფელებში მტევნების ცვენა.სხვანაირია რთველში ქართველი,როგორ ამშვენებს ქართველ ვენახს!
ბერიკაცებიმარნის კარებთანუძღვიან ურმებს ტკბილი ღიღინით,ახალ მოსავალს მარანი ხვდებაღვინობისთვესი ძველისძველ ღვინით.
და ვით მდინარეუზარმაზარი -მარანში დინჯად შემოდის ზვარი...ჯერ ისევ ციივა...კოხტა ბიჭები 'წაღებს იხდიან აცახცახებით,მრავალჟამიერ...ზანზარებს ჭერი,ჯერ ისევ უხოდ დგას საწნახელი.
თაროზე,მარნის მუნჯი მდგუმრები -ჩამწკრივებულან ქაშანურები.ჩამომხობილნიჯამზე ჯამებიშეტოლებულან ვით მაჯამები.
აქ თვალადური მასპიძნლობს ეშხი,და როგორც მთვრალი მოგზაურებიმარანში, ზვარსი და საწნახელში -მოგზაურობენ გოზაურები
1940 წ.თვალადი.