პოეზია · ლირიკა
თეთრო შინდო
".... და რქუა ესრეთ: "და მუნ იქნება შინდითეთრი ერთი... და უშენე მონასტერი ერთიდედასა ღვთისასა"... ხოლო რაჟამს მოიყუანესშუამთასა, იხილა ადგილი იგი... და შინდი თეთრიცა".
"ქ ა რ თ ლ ი ს ც ხ ო ვ რ ე ბ ა"
შუამთაში ვნადირობდი,დაგინახე, თეთრო შინდო,შავბნელ ტყეში თეთრად თოვდი,თეთრო შინდო, თეთრო ბინდო.
სხვა ხეებში მდგარო კენტადჩემ შავ ქოჩორს შენ ათოვდი,აფრენილო ცაში მტრედად,შავ ცას თეთრად შენათოდი.
თეთრი კაბის შარიშურითტყეთა თეთრი ლამაზმანი -ჰგვანდი, ჩემი დანიშნულისსაქორწინო კაბას ჰგვანდი...
ვაი შენ, ჩემო თეთრო შინდო,რაც შენ ფიფქი დამათოვე,ამ თვალებში საამინდოვარსკვლავებად კამათობენ!
შენ რომ გიმზერ, მარტო მაშინცოცხლდებიან იმედები,ამ თოვაში, წყნარ თოვაშივთეთრდები და გიბერდები.
რა ვიცოდი, თეთრო შინდო,თუ სიყვარულს დამათოვდი,გამოსული სარაინდოდამ უღრანში გავმარტოვდი.
თუმცა გულის გალავანიდამენგრა და დამენაცრა -აქ ჩავაგდე ბალავარი,ავმაღლდი და აველ ტაძრად.
შენი ტრფობით ნახარებითეთრ ტაძარში შევდექ ბერად,აჰა, შენთვის გავყარიბდი,სიყვარულის ვიწყე მღერა.
შენთვის დავჯექ ლექსთა წერად,გიბედავ და ვერც გიბედავ,ხეო, ღირსო სიყვარულისმეფეთა და ხელმწიფეთა!
1962წ.თბილისი.