პოეზია · ლირიკა
თებერვალი
იხურება ზამთრის კარი,გაზაფხულის დაჰქრის ქარი,კიდევ ერთხელ მღერის გული:მოდის, მოდის გაზაფხული!
მოდის, მოდის გაზაფხული,თებერვალი სტვენს და ბერავს,ხეებს, ხელით გაწაფულით,მარტი, კაბას შეუკერავს.
ზოგან წითელ, ზოგან ყვითელ,ზოგან კიდევ ალისფერად -გააღვიძებს მძინარ კვრტებსვენახში თუ ჭალისპირად.
იხურება ზამთრის კარი,გაზაფხულის დაჰქრის ქარი,კიდევ ერთხელ მღერის გული:გაზაფხული, გაზაფხული!
გაცოცხლდება დღეს თუ ხვალენაბუდარი ძველისძველი,თავს ჩიორა დასტრიალებს,უკვე ჩადგა საძირკველი.
უკვე მოჩანს ბალავარიმოჭიკჭიკე ჩიტის ბუდის,
პაწაწინა გალავანით,ვით ქართული ბიჭის ქუდი.
იხურება ზამთრის კარი,გაზაფხულის დაჰქრის ქარი...კიდევ ერთხელ მღერის გული:მოდის, მოდის გაზაფხული!
1948 წ.