↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ო, ვარსკვლავებო, სათხოვარი მართლაც მექნება (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი)

პეტრარკა ფრანჩესკო

2012-08-121 წთ საკითხავი1877 ნახვა

—
ო, ვარსკვლავებო, სათხოვარი მართლაც მექნებადა თუ ჩემი ხმა ციერთაგან არვის ჩაესმა, -ვეჭვ, სიყვარულის აღმაფრენამ უზენაესმაკვლავ მომასურვოს საწუთროსთან გაპაექრება.
ბედის ხომალდი უგზო-უკვლოდ ტალღებს ეხლება,ყრმობის წლები კი, ეშმებივით, თითქოს ნაეშმარჩემს წარმოსახვებს აწყდებიან ურვა-კაეშნადდა გულისგულში მესობიან მწარე ეკლებად.
ო, ნეტავ, დღესაც მაშინდელი ქარები ქროდეს,ჩვენება შენი მეყსეულად წარმიდგა ოდეს,როგორც ნათელი ცისიერი ბეთლემელ მწყემსებს.
ახლა სხვა დროა, შარავანდი დაეშვა ქვევითდა შემოდგომის ანგელოზი - დაღლილი ხელითმელაციცება ნაადრევად შეჭირხლულ თმებზე...

პეტრარკა ფრანჩესკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი