პოეზია · ლირიკა
* * * როგორ მინდოდა, გავქცეოდი ჯვარს და სარკოფაგს (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი)
როგორ მინდოდა, გავქცეოდი ჯვარს და სარკოფაგს,ცის სილურჯეში ავჭრილიყავ, როგორც ფრინველიდა შემეწირა სიყვარულის შესაწირველიამქვეყნიური წარმავლობის უარსაყოფად, -
რომ სილამაზის უხანობას, უასაკობასწინ აღდგომოდა უკვდავების დღე საკვირველი,მაგრამ განქარდა გაზაფხულის ტკბილი ხილვებიდა შვების ნაცვლად სინანული დამშთა ნაყოფად.
ვეჭვ, ხელოვანმა სილამაზეც განადიდოს დათან ბუნებასაც გაეჯიბროს - უკვდავ დიდოსტატს;თუმც ვინ დაუსვას აღმაფრენას ბოლო წერტილი,
როს, ღვთაებაო, ხელთუქმნელი შენი ხატებათვით ზეციერის ხელითაა გამოძერწილიდა ყოველნაირ წარმოსახვას აღემატება...