↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * როცა დამთმე და საუკუნო ნათელს შეერთე (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი)

პეტრარკა ფრანჩესკო

2012-08-121 წთ საკითხავი1876 ნახვა

—
როცა დამთმე და საუკუნო ნათელს შეერთე, -ჩემო ზურმუხტო, ჩემო ლალო, ჩემო ამარტო,-მიწურვილ იყო გასაქრობად სუსხი სამარტოდა ზღურბლთან იდგა გაზაფხული ოცდამეერთე.
გარდახდა ეტლი, თავო ჩემო, დაცხრა მეეტლედა როცა ზენამ აღსასრულის ჟამი გამანდო, -შენ, როგორც მწირი - უბინაო, უმისამართო -უფალს გაენდე ნაღვლიანად და გაევედრე...
ო, ღმერთო, ღმერთო, წარმიძეხი მართალ ბილიკზე,რომ საწუთროდან უკუმდგარი ცისკენ მივიქცე,მომმადლე ლოცვა ჯვარცმულისა - შეგთხოვ ქვითინით, -
ყველა ავსულს და ბოროტეულს თვალი დაუვსედა სიბნელიდან გამომკრთალი მარგალიტივითკვლავ აღმაბრწყინე ანგელოსთა დღესასწაულზე...

პეტრარკა ფრანჩესკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი