↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * სიზმარში ფრთებს ვშლი, ვიცრემლები ნათლის წინაშე (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი)

პეტრარკა ფრანჩესკო

2012-08-121 წთ საკითხავი1874 ნახვა

—
სიზმარში ფრთებს ვშლი, ვიცრემლები ნათლის წინაშე,ხან უდაბნოებს დავასკდები, როგორც ისხარიდა, რასაც ციდან დამარისხებს ხმა ნარისხალი,ტალღებზე ვწერ და ციხე-კოშკად ვაგებ სილაზე.
მატყვევებს შენი სათნოება, შენი სინაზე,ბნელში ვბორგავ და, ბორგნეული, მზისკენ ვიჩქარი,ვინძლო დავცე და და-ცა-ვლეწო ზამთრის ჭიშკარი, -შენ რომ ჩამიხშე სულსა შიგან და ჩამირაზე.
და მივფრენ ასე, აღმაფრენა ცასაც უხარის,მომყვება წლები ზღვა ცრემლის და ზღვა საწუხარისდა გაღმა დგანან ბრალეულნიც და უბრალონიც.
დრო კი კვლავ ბრუნავს, ცისიერო, შენ რომ წარეც დაშენს სილამაზეს ამიჯნურებს ჩემს სიმწარესთან,ვიდრე კვლავ შეგვყრის საქორწინოდ ნავი ქარონის...

პეტრარკა ფრანჩესკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი