↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ყრმობის ნეტარო ტკივილებო, მშვიდობა თქვენდა! (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი)

პეტრარკა ფრანჩესკო

2012-08-121 წთ საკითხავი1873 ნახვა

—
ყრმობის ნეტარო ტკივილებო, მშვიდობა თქვენდა! -გარჩენილი ვარ სიცივეში, როგორც ბეღურადა ბნელში ფეხებს აფორხილებს ოჩოფეხურადღამე და მასთან წილნაყარი სიკვდილის სევდა.
და სულში წვეთავს მოგონება გარდასულ წელთა,როს ცისკენ მავალს ვარსკვლავები საბნად მეხურადა კიბეებზე - აღმავალი ცის საფეხურად -ცისკრის ნათელში განფენილი საყდარი თვლემდა.
და მზე, რომელიც ანგელოზებს ტოლს არ უდებდა,კვლავ გაიბლანდა შეღამების აბლაბუდებთანდა, როგორც ერთი სხივთაგანი, უჩუმრად მოკვდა.
რას იზამ, სულო, მუნათებით თავს ვერ აიტკენ,როს ცისქვეშეთში - არსაიდან არასაითკენარ ცნაურდება შეგონება ბრძენთა და მოგვთა...

პეტრარკა ფრანჩესკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი