პოეზია · ლირიკა
* * * შენს სიტურფესთან, ხელდასხმულო ცისგან და მზისგან (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი)
შენს სიტურფესთან, ხელდასხმულო ცისგან და მზისგან,სხვა სილამაზეს არაფერი დაეჯერება:მზეს რას შემატებს ფერგამკრთალი მთვარის ჩვენება,ან ვარსკვლავების ელვარება - მაისის სისხამს.
ვიზოგავ შენს შუქს ნაწილ-ნაწილ, მისხალ და მისხალ,თან სულ ვშიშობ და გონდაბინდულს ქანცი მელევა,რომ, მშვენიერო, ხელთუქმნელი შენი მშვენებაარ გამომტაცოს უცაბედად განგების რისხვამ, -
თორემ მთვარე და ვარსკვლავები დათმობენ ცარგვალს,მზე თავის გვირგვინს თვალშეუდგამ წყვდიადში ჩარგავსდა ხმა გლოვისა მომეწევა ზეციურ ტაძრით,
აილუფხება ცა და მიწა, მზე და ტაროსიდა ყველაფერი - უკაცრიელ ამ სამყაროშიდაიფარება საუკუნო ფერფლით და ნაცრით...