↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ცეცხლად და კვამლად სახეცვლილი - ყინულის ტბა ვარ (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი)

პეტრარკა ფრანჩესკო

2012-08-121 წთ საკითხავი1875 ნახვა

—
ცეცხლად და კვამლად სახეცვლილი - ყინულის ტბა ვარ,აღვენთები და, დანაცრული, პირქვე ვეცემი,ისევ ვდგები და გადარჩენას ღმერთს ვეხვეწები,თუმც სახლის ნაცვლად, რახანია, ნასახლარს ვგავარ.
გამტანჯა დროსთან პაექრობამ, სიკვდილთან დავამ,ღამეები კი, ღამეები - შავი მხეცები -ტკივილს ტკივილზე მისართებენ გაათკეცებითდა უგზო-უკვლოდ მიმაქცევენ ტრამალ და ტრამალ...
თუმც სიყვარული - მაინც მჯერა - თანადგომისთვისგამიხსენებს და მეგზურივით სადმე მომიცდის,რომ ცურვით დაღლილს შემაშველოს შრიალი აფრის.
ნუ შფოთავ, სულო, გირჩევნია ჩრდილში დავანდე,როს ყოველივე - სათავიდან შესართავამდე -ემორჩილება ბედისწერის უცნაურ კაპრიზს...

პეტრარკა ფრანჩესკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი