↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ნათელი იგი გადმოღვარა აღსავლის ცამ და (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი)

პეტრარკა ფრანჩესკო

2012-08-121 წთ საკითხავი1877 ნახვა

—
ნათელი იგი გადმოღვარა აღსავლის ცამ დავიხილე მაცნე დედოფლისა, ხოლო მაცნეშიშევიცან ბედი - შეუვალი და უმკაცრესი,როგორც მორბედი უჩვეულო ჟამთა და წამთა.
რას იზამ, სულო, ისევ აქ ვარ, სამსალას ვსვამ და -ასე კუშტი და უსახური, ასე ნაცრეცი -წარმავალ დღეთა სიფითრეში და სინაცრეშივერაფერს ვხედავ სანუგეშოს, სიკვდილის გარდა.
როდის იქნება - დავუტევო ჩემი წარსულიდა ქვეყნიური ძონძებიდან ტანგანძარცულიკვლავ მივუბრუნდე პირველყოფილ უავბედობას, -
რომ სული ჩემი - საწუთროდან, სადაც იურვა,ცად აღიტაცოს ნეტარებამ მარადიულმადა მისარქმელად წარუდგინოს ძვირფას დედოფალს...

პეტრარკა ფრანჩესკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი