↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მშვენებას მისას, რაფსოდივით - ნაცნობ და ნაცად (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი)

პეტრარკა ფრანჩესკო

2012-08-121 წთ საკითხავი1879 ნახვა

—
მშვენებას მისას, რაფსოდივით - ნაცნობ და ნაცადხმით შევეტრფოდი ისე წრფელად, ისე გულღიად...მაგრამ გრიგალმა სასოების ბჭე მოურღვიადა სუსხი შემრჩა - სამიჯნურო ალმურის ნაცვლად.
ბნელში მახვილმა სიკვდილისამ იელვა ბასრად,აწ ვნებაც, თრობაც, სიყვარულიც ჩემთვის ურგია;სულმა შეიტკბო მოზეიმე ცის ლიტურგია,სხეული დარჩა ქვეყანაზე ფერფლად და ნაცრად.
ჩაქრა სხივი და თვალშეუდგამ ზღვის აკლდამებთანმხოლოდ ცრემლი და უნაპირო ღამე გამეფდა...რა დაგვრჩენია, სულო ჩემო: სამაროვანთა
ცივ სიჩუმეში ობლებივით უნდა ვიაროთ, -თითქოს სამყაროს შემოქმედმა ჩანგი მომართადა სიმღერები გადმოღვარა სამგლოვიაროდ...

პეტრარკა ფრანჩესკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი