პოეზია · ლირიკა
* * * მოვა ჟამი და გაგვიძახებს ბინდი ვრცეული (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი)
მოვა ჟამი და გაგვიძახებს ბინდი ვრცეულიდა ჩვენი ყოფა - მისი ხატი, მისი ფერწერაარარაობის სათვალავში ჩაიძერწებადა გაცუდდება ყველა ნივთი და განძეული.
და მიდის, მიდის, მიირწევა ჩემი სხეული,ხოლო თრობა და სიყვარული - ოქროს ლერწებადშეზრდია სულს და ღამეს მისდევს და ილეწებადრო - წარმავლობის მოციქულად გადაქცეული.
მიდის ცხოვრება, მიიჩქარის, მაგრამ იმავ დროსვეჭვ, ხელოვნებამ აღსასრული გადამივადოს,მხოლოდ სულია უსასრულოდ მოასპარეზე
და დრო, რომელსაც იმორჩილებს მხატვრის გონება:ხან არენაზე წარმოჩნდება გრძნობის გარეშე,ხან ყოველივეს მგრძნობელობით ეპატრონება...