↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თბილისის ქება

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-125 წთ საკითხავი13550 ნახვა

—
საოცარია ქუჩების ბედი...ქუჩების ბედი კაცის ბედს მოგავს.ქალაქში ქუჩა კაცივით შედის,კაცის გულივით სუნთქავს და ბორგავს.ქუჩა დღემუდამ ფიქრობს, განიცდის,ფიქრობს ხვალისთვის, კაცივით ღელავს,ზრუნვს სიგრძისთვის და სიგანისთვისქუჩა პატარა და თითისხელა...ქუჩებში შურით და ერთმანეთისგამოჯავრებით იწევენ მაღლა,მაგრამ უჩინარ ძალის ბრძანებითდიდი ქალაქის მოიწევს ტალღა.ახლოს მოისმის გუგუნი მისი,და ღელავს ქუჩა ძლიერი, სუსტიც.ღელავს და მიდის, თუმც კარგად იცის -დიდ შესახვევთან სიკვდილი უცდის.სიკვდილს მოელის და მაინც ცხოვრობს,იგებს ქვაფენილს, იშენებს სახლებს,სამარადჟამოდ და სამახსოვროდუკვდავი კაცის დაირქმევს სახელს.ქუჩების ბედი და კაცის ბედიდასაბამიდან ერთმნეთს მოჰგვს.კაციც ცხოვრებას იწყებს იმედით,ხვალის იმედით სუნთქავს და ბორგავს.კაციც დღემუდამ ფიქრობს, განიცდის,ფიქრობს ხვალითვის, დადის და ღელავს,ზრუნავს სიგრძისთვის და სიგანისთვისკაცი ქონდარა და თითისხელა.მაგრამ მოედნებს, ქუჩებს, გალავნებსჩამოკაწრულიკედლები სტკივათ,უღირს წარწერებს რისხვით ბზარავენ,იშმუშნებიან და ფერფლად სცვივათ.მხოლოდ ღირსეულ სახლეს და გვარებსიცავენ მკერდით და იფარავენწინაპართ ანდერძს და დანაბარებს -ცხრამუხას,ცხრა ძმას,სამას არაგველს.უფრთხილდებიან მხოლოდ უბზაროს,მხოლოდ უჩრდილოს და შეუბღალავს,გვარებს - უთუოს და უთუმცაოს,რომ მათთან ერთად იცოცხლონ ხვალაც.
არის ქუჩები.. მათი სახელი,მათი ხსენება უცებ მაღელვებს,და თითქოს ვხედავ,სულ ახლოს ვხედავ,ხელით ვეხებ ძვირფას სახელებს.არაგვის ქუჩა მახსენებს არაგვსდა მის მშვენიერ ხეთა ჩრდილებშიარაგვის ჩქეფა მომესმის მარად -მის სიმწვანეში, მის სიგრილეში.მე დავიბადე თბილისის მზის ქვეშ,დაბადებიდან მისი მზე მწვავდა,ვეტრფი მის ჰაერს,მიწის ფერს,ცის ფერს,სულში ვაგროვებ მის დარს და ავდარს.ბევრი სიმღერა იცის თბილისმა,ვერ შევისწავლე მე მისგან ერთიც,მე დამამუნჯა სიმღერამ მისმადა ლექსებს უხმო დუდუნით ვწერდი..ახლა კი დროა.. ვიცადე დიდხანს,ბევრი ვიცადე და განვიცადე,დროა იცოდეს,რომ ვარ და ვიყავმის სიყვარულში მართალი ცამდე.
აქ საქართველოს დიდ მდინარეთაისმის დუდუნი დაუდუმარი,თბილისის კართან მოსულა ერთადყველა სოფელი, როგორც სტუმარი.მოდის, თან მოაქვს გული ფხიზელი,თბლისის კართან ნაბიჯს იყოვნებს,არის სტუმარიც და მასპინძელიც,თბილისის ციხეც და მეციხოვნეც.ზვიადი მთები, ლურჯი ტყეებიმოიჩქარიან ხელგაშლილები,და საქართველოს მაღალ ხეებისაქ შრიალებენ გრილი ჩრდილები.
თბილისი არის ქართველი კაცისუნგრევი ბუდე და მისი ერდო,მისი საბადო და საიმედო,საქართლ-კახეთო,ს საიმერეთო.
შემფრბელი მეგრული ფაცხის,სვანური კოშკის, გურულ ოდისდა საქართველოს მთებიდან ოდითყველა მდინრე თბილისში მოდის.
შენ,საქართველოს ფუძევ და დედავ,სიტყვას გიბედავ,გული მაქვს ღია,ვბედავ და მაინც ვერ გამიბედავს,ისე დავბერდი, არ შემიქია -ალაზნისა და ალგეთის ქუჩა,ავლევისა და ალვანის ქუჩა,ანანურის და ანაგის ქუჩა,არგვეთისადა არმაზის ქუჩა.შენი სიმტკიცის გამომსახველიქუჩა ვარციხის და ბაკურციხის -ყველა კუთხის და ხევის სახელითთბილისის მკერდზე დგანან ბურჯივით.ძმობით შეკრულნი ღონიერ მუჭად,შემღერებულან ვით მაყრიონი -ბოდბის, ბოლნისის, ბორბალოს ქუჩა,ბახვი, ბახმარო და ბახტრიონი.
ძმად გაფიცულან ცალ-ცალკე მდგომიგომი, გომბორი და გომარეთი,დგანან ქუჩები გალის, გალავნისდა ცოცხლდებიან ნაგომარები.
განზე მიიწევს ქუჩა ავრეხი,ნათელ ქუჩათა მოდგა ჯარები,გუდამაყრისა და გუდარეხის,გურჯაანისა და გუჯარეთის.
თბილისის თავზე მონახა ბუდედარიალის და დარკვეთის ზეცამ,ვაზიანის და ვაშლოვნის ზეცამ,ვარძიისა და ვარციხის ზეცამ.
მე მიყვრს ბევრი ქუჩის სახელი,რამ დამავიწყოს ვეძინის ქუჩა?რამ დამავიწყოს მცხეთის, მესხეთის,ზედაზნისა და ზეკარის ქუჩა!
რამ დამავიწყოს თეთნულდის ქუჩა -ლამაზი ქუჩა, დადიანივით.თბილისში მუდამ იჩქეფს და ივლისქუჩები თერგის, ენგურის, ივრის.წყვილ-წყვილად დგანან თბილისის კართანნაფარეული და ნაქერალა,საირმისა და სალხინოს ქუჩა,სამთავისის და სამშვილდის ქუჩა.
ახტამბელის და ტეხურის ქუჩა,უწერისა და უჯარმის ქუჩა.ფარავნის და ფასანაურის,ქობულეთის და ქარელის ქუჩა,ყვარელისა და ყვირილის ქუჩა,შავნაბადის და შავი ზღვის ქუჩა,ჩოხატაურის და ჩარგლის ქუჩა,ცემის ქუჩა და ცაიშის ქუჩა,წალენჯიხისა და წიწამურის,ჭოპორტისა და ჭოროხის ქუჩა,ხიდისთავის და ხვანჭკარის ქუჩა,ხევსურეთის და ხრესილის ქუჩა...
თბილისი არის საცდელი ღონის,ჩვენი სიმაღლის, მხარ-ბეჭის, განის,ჩემი თვალადის და შენი ხონისჩემი თვალადის და შენი რგანის.
თბილისი არის საცდელი ჯანისჩემი თვალადის, შენი ყაზბეგის,კარდანახისა და მაჩხაანის,ჩემი თვალადის და შენი ეკის.თბილისი არის საცდელი ძალისჩემი თვალადის, შენი მულახის,ჩემი თვალადის და შენი ზანის,ჩემი თვალადის და შენი ბახვის.
გვაქვს მუშაირა,ვიბრძვით და ვდაობთ,ერთმანეთს შურსაც ვამჩნევთ სახეზე.დუმილით გვიმზერს ქვა საჯილდაოდა უკვდავების ეშხით გვაქეზებს.
თბილისი არის სიმღერის დედა,თბილისი არის რუსთველის დედა...და თუ სიმღერას ჩვენ მაინც ვბედავთ -თვითონ გვაქეზებს, იცოდეს ღმერთმა!
დგას მსაჯულივით ჩვენს წინ თბილისი,მან იცის ჩვენი მიზანი წმინდა:ჩვენ სიყვარული გვაერთიანებს მისიდა საქართველოს სიცოცხლე გვინდა!
1961 წ.თბილისი.
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი