↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თამარის დაკარგვა ვარდის ქალაქში

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-122 წთ საკითხავი13548 ნახვა

—
უკან ჩამორჩნენ თამარს რაყიფნი:მეცნებენი - შოთა და დემნა,მათ საუბარით გადავლეს შიბნიმთები და,გაჰყვნენ ვარდების ტევნარს.
იყო მაისი... ჰყვაოდა ვარდი,ვარდის ქალაქში, ვარძიის ახლოს,ორი ჭაბუკი ავსილი დარდითაჰყვა აგარის და თმოგვის მაღლობს.
იარეს დიდხანს,ვერ ნახეს ვერსად,ეძებდნენ ნავალს ვარდის ბილიკზე.ვეღარ წააწყდნენ მის ფეხის მტვერსაც,ჩამოსხდნენ ლოდზე, და სევდა იგრძნეს...
სიყრმის ტოლები -და განუყრელადერთადმავალნი როგორც ჩრდილები -სატრფოს ძებნაში ქცეულნი მტრებადუმზერდნენ მიწას თავდახრილები.
იყო დრო, როცა ბრწყინვალე ბედიმეგობრისათვის მეგობარს სურდა -გაჰქრა იგი დრო და ერთმანეთისმათ უბედობაც თითქოს შეშურდათ!
ეჭვით ავსილნი და უჩუმარნიმზის გადახრისასშოთა და დემნა -სხვადასხვა ბილიკს გაჰყვნენ მდუმარნი,ვარდის ჭალაში სატრფოს საძებნად...

*

უფრო უარეს მწხარე მაშინვარზიის ქვაბში იჯდა თმარი,მის წინ გაჩენილ ცრემლების ტბაშიკრთოდა თვალების ნაკამკამარი.
ხან დანანებით, ხან გაღიმებით,მარტოდ დარჩენილს ღალატის ხევთან -აგონდებოდა მას რაყიფებითანშეზრდილები და ცრემლს აფრქვევდა.აგონდებოდა დემნას თვალები,წყვდიად ღამეში გამკრთალი ელვა.მაგრამ აღმოჩდნენ იდუმალები -და ის თვალები მან დააბნელა...
მეორეს -ამაყს და ჰაეროვანს -მოჰქონდა გული ლექსად ნახარი.მაგრამ თამარმა სხვა გზა ვერ ჰპოვა:იმ წმინდა გულში დაჰკრა ლახვარი....
აწ რომელ მხარესარიან ვაჟნი,ან სიყმაწვილის სად გაჰქრნენ დრონი?თამარს შერთვია ჭაღარა თმაში,ჩამქრალან თვალნი გასაშტერონი.
სევდით დასცქერის ვარძიის წყაროს,მისმა ცრემლებმა ეს წყარო ზარდ,აწ რაღას ჰპოვებს ის სანეტაროს,მას ხომ შოთაც და დემნაც უყვარდა!
ვარდის ქალაქში ამოდის მთვარე,დაკარგულ თამარს სევდით დაეძებს.და ჩამოხედავს კენტად მოარეს,დემნას -დაცემულს მუხლისთავებზე.ის უსინათლო მოარღვევს ღამეს,ემდურის, სწყევლის ბრმა ბედისწერას,ჰკივის..იპოვნე?...მაგრამ მრისხანედვარძიის მიღმა გუგუნებს: ვერა!
ზევით კი, სადრაც,ლაჟვარდის თაღთან,მაინც თამარის მზის მოფიცარი -შავბედითობით შთენილი სახტადქართული სიტყვის ზის ოპიზარი.
მოაგონდება...შეხედავს მთვარეს.წამით შეწყვიტავს გრძნეულ სიმღერას,უხმობს:იპოვნე?მაგრამ მწუხარედვარძიის მღვიმეგუგუნებს: ვერა!...
1939 წ. ივლისი.ვარძია. თვალადი.
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი